ცოტა ხნის წინ, CIES საფეხბურთო ობსერვატორიის კვლევის შედეგები გახდა ცნობილი, რომლის შედეგადაც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები გამოვლიდნენ. ამ სიის მიხედვით, Football Whispers-მა ყველაზე ძვირადღირებული სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ყველაზე მეტი, 3 წარმომადგენელი “ბარსელონას” ჰყავს.
გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სია შედგენილია არა მხოლოდ მათი ამჟამინდელი შესაძლებლობის, არამედ ბევრი სხვა ფაქტორის, მათ შორის ასაკის გათვალისწინებით.
მაშ ასე, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეული ასე გამოიყურება: იან ობლაკი (“ატლეტიკო”, 59.8 მლნ. ევრო), ექტორ ბელერინი (“არსენალი”, 64), რაფაელ ვარანი (“რეალი”, 64), ნიკოლას ოტამენდი (“სიტი”, 53.1), ერიკ დაიერი (“ტოტენჰემი”, 69.5), ნ’გოლო კანტე (“ჩელსი”, 74.5), პოლ პოგბა (“მანჩესტერი”, 155.3), ლიონელ მესი (“ბარსელონა”, 170.5), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”, 150.4), ლუის სუარესი (“ბარსელონა”, 145.2), ნეიმარი (“ბარსელონა”, 246.8).