“ბარსელონას” ურუგვაელი ვარსკვლავი ლუის სუარესი ლეო მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე საუბრობს და კლუბის აღმასრულებელ დირექტორს, ოსკარ გრაუს პასუხობს.
ცოტა ხნის წინ, გრაუმ განაცხადა, რომ კლუბს მესისთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურს, მაგრამ ცივი გონებით აზროვნებაც საჭიროა. მისმა ამ კომენტარმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
“მესი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია. ის ამას ყოველ თამაშში ამტკიცებს და ყოველთვის გვაკვირვებს.
“ბარსელონამ” ლეოსთან კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს და ამ დროს საღ აზრზე არ უნდა იფიქროს.” – განაცხადა სუარესმა.



