ცოტა ხნის წინ, UEFA-ს 2016 წლის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა, რომელიც გულშემატკივრებმა შეადგინეს და რომელშიც კატალონიის “ბარსელონას” 3 ფეხბურთელი მოხვდა.
UEFA-ს გუნდში კვლავ ესპანეთში მოთამაშე ფეხბურთელების დომინირება შეინიშნება. ლა ლიგიდან სიმბოლურ ნაკრებში 8 წევრი მოხვდა (4 “რეალიდან”, 3 “ბარსელონადან” და 1 “ატლეტიკოდამ”).
“ბარსელონადან” სიმბოლურ გუნდში ჟერარ პიკე, ანდრეს ინიესტა და ლიონელ მესი მოხვდნენ.
UEFA-ს 2016 წლის გუნდი ასე გამოიყურება: ბუფონი (“იუვენტუსი”), რამოსი (“რეალი”), კიელინი (“იუვენტუსი”), ბოატენგი (“ბაიერნი”), პიკე (“ბარსელონა”), მოდრიჩი (“რეალი”), კროოსი (“რეალი”), ინიესტა (“ბარსელონა”), მესი (“ბარსელონა”), გრიზმანი (“ატლეტიკო”), რონალდუ (“რეალი”).



