მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გულშემატკივრები მესის: “გაახანგრძლივე”

გულშემატკივრები მესის: “გაახანგრძლივე”

სამშაბათს, “ბარსელონამ” 2017 წლის პირველი ვარჯიში ჩაატარა. კატალონიური გუნდის ფეხბურთელებმა “მინი ესტადიზე” ივარჯიშეს. ვარჯიშს, სიცივის მიუხედავად, 10 408 ადამიანი დაესწრო. ტრიბუნებზე იყვნენ როგორც ადგილობრივი, ასევე ბრაზილიელი, ვენესუელელი, ინგლისელი, ფრანგი, არგენტინელი და ურუგვაელი გულშემატკივრები.

ვარჯიში საათნახევარს გაგრძელდა და ის სამ გუნდს შორის გამართული მინითამაშით დასრულდა.

ტრიბუნებზე შეკრებილ გულშემატკივრებს შორის, ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ლიონელ მესი იყო პოპულარული. არგენტინელის მიმართ ისმოდა შემდეგი შეძახილები: “მესი გაახანგრძლივე, მესი აქ დარჩი, მესი გაახანგრძლივე, მესი აქ დარჩი, ოე, ოე”, “შენ მსოფლიოში საუკეთესო ხარ”.

გუშინდელი ვარჯიშიდან გამოსარჩევი იყო ისიც, რომ სრულად დაიტვირთა ჟერემი მატიე, რომელმაც ტრავმა ბოლომდე მოირჩინა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში