მოგეხსენებათ, რომ ბოლო დროს პრესა აქტიურად წერს ლუის ენრიკეს “ბარსელონადან” შესაძლო წასვლის შესახებ.
“ლურჯ-ბროწეულისფრებმა” ასტურიელი სპეციალისტის შემცვლელის ძიება უკვე დაიწყეს. აქამდე მათთვის მთავარი სამიზნე ბილბაოს “ატლეტიკის” მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე იყო.
როგორც გამოცემა The Sun იტყობინება, “ბარსელონა” პირველ რიგში გუნდის ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდ კუმანის გადაბირებას შეეცდება, რომელიც ამ დროისათვის “ევერტონს” ავარჯიშებს, კატალონიელთა ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტი სწორედ ჰოლანდიელია.
შეგახსენებთ, ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” კუმანს უკვე დაუკავშირდა და სიტუაცია გააცნო. სულაც არაა გამორიცხული, რომ მომავალ სეზონში “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰოლანდიელი ვიხილოთ.



