მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდე “ბარსელონასთვის” პრიორიტეტული ვარიანტია

ვალვერდე “ბარსელონასთვის” პრიორიტეტული ვარიანტია

ლუის ენრიკე კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს. კატალონიის “ბარსელონამ” ესპანელი სპეციალისტის შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყო. პრიორიტეტული ვარიანტი ბილბაოს “ატლეტიკის” თავკაცი, ერნესტო ვალვერდეა.

მადრიდის “რეალიც” განიხილავდა ვალვერდეს კანდიდატურას რაფაელ ბენიტესის კრახის შემდეგ, მაგრამ ერნესტომ “ატლეტიკში” დარჩენა გადაწყვიტა, რის გამოც სამეფო კლუბს სათავეში ზინედინ ზიდანი ჩაუდგა.

ვალვერდეს კონტრაქტი “ატლეტიკთან” მომავალი წლის ზაფხულში იწურება. ერნესტო შეიძლება კატალონიაში გადაბარგების შესაძლებლობამ მოხიბლოს, რადგან ის “ბარსელონას” ღირსებას 1988-1990 წლებში იცავდა.

ვალვერდე ძალიან კარგად იცნობს ესპანურ ფეხბურთს და მას “ბარსელონას” ფილოსოფიის გაგრძელება შეუძლია. კატალონიური კლუბი ერნესტოს ლუის ენრიკეს ყველაზე დამაჯერებელ შემცვლელად მიიჩნევს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში