მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰალილოვიჩმა ფერნანდესს დახმარება თხოვა

ჰალილოვიჩმა ფერნანდესს დახმარება თხოვა

Mundo Deportivo ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ბარსელონას” ყოფილ ნახევარმცველს, ალენ ჰალილოვიჩს, რომელიც ამჟამად “ჰამბურგის” ღირსებას იცავს, გერმანული კლუბის დატოვება სურს. ამასთან დაკავშირებით ახალგაზრდა მოთამაშემ კატალონიური კლუბის სპორტულ დირექტორს, რობერტ ფერნანდესს დაურეკა და ახალი გუნდის ძებნაში დახმარება თხოვა.

ჰალილოვიჩი გერმანულ კლუბს მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა. “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ მას კარიერის პრიმერა დივიზიონში გაგრძელება შესთავაზა, მაგრამ ხორვატმა ფეხბურთელმა ლა ლიგას ბუნდესლიგა ამჯობინა.

“ჰამბურგში” ალენის ირგვლივ სიტუაცია ცუდად განვითარდა. გერმანიის ჩემპიონატში მან 6 მატჩი ჩაატარა, აქედან კი მხოლოდ ერთი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში.

“ბარსელონამ” ჰალილოვიჩი 5 მილიონ ევროდ გაყიდა, მაგრამ ორი სეზონის განმავლობაში კატალონიურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება აქვს ორჯერ გაზრდილი თანხის სანაცვლოდ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • M.M
    schedule 28 დეკ 2016, 15:46

    თავი გაიფუჯა unamused