workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Marca: “ბარსას” მესისთვის ახალი ხელშეკრულება არ შეუთავაზებია

Marca: “ბარსას” მესისთვის ახალი ხელშეკრულება არ შეუთავაზებია

მიუხედავად კლუბის წარმომადგენლების არაერთი განცხადებისა იმის შესახებ, რომ ლიონელ მესი კარიერას “ბლაუგრანაში” დაასრულებს, კატალონიის “ბარსელონას” ჯერ კიდევ არ შეუთავაზებია არგენტინელი ლეგენდისთვის ახალი კონტრაქტი, იტყობინება გავლენიანი გამოცემა Marca. ლეოს მიმდინარე ხელშეკრულება 2018 წლის ივნისში იწურება.

ახლო წარსულში ხორხე მესი ბარსელონას ეწვია, მაგრამ “ბლაუგრანას” წარმომადგენლებს გუნდის ლიდერის ახალი ხელშეკრულების თაობაზე მასთან არ უსაუბრიათ. 

ჯერჯერობით “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ხორხე მესისთან მხოლოდ სატელეფონო მოლაპარაკება აწარმოა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward