კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა მცველმა მარკ კუკურელიამ, შესაძლოა, კარიერა ინგლისში გააგრძელოს. 18 წლის ფეხბურთელით ლონდონის “ჩელსი” დაინტერესდა.
მომავალ წელს განაპირა მცველმა შესაძლოა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღოს.
მიმდინარე სეზონში კუკურელიამ “ბარსელონას” სარეზერვო გუნდის რიგებში, რომელიც ესპანეთის მესამე დივიზიონში გამოდის, მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა.



