Mundo Deportivo ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ბარსელონას” ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს მისდამი დამოკიდებულებით ძალიან უკმაყოფილოა.
ხორვატმა ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩში, “ესპანიოლის” წინააღმდეგ” მონაწილეობა ვერ მიიღო (4:1). შეხვედრის შემდეგ ის ნამდვილად არ ყოფილა საუკეთესო მდგომარეობაში, ხოლო ლუის ენრიკეს განცხადებით ივანი მოედანზე იმიტომ არ გამოვიდა, რომ მწვრთნელმა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მიზანშეწონილად ჩათვალა.
ამასთან, ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩიც გამოტოვა “გლადბახის” წინააღმდეგ (4:0). “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა ნახევარმცველთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.
რაკიტიჩმა პრიმერა დივიზიონის ეგიდით ჩატარებულ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სასტარტო შემადგენლობაში კი შეხვედრა 10-ჯერ დაიწყო. ივანმა 2 გოლითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი.



ენრიკეს დედას ვთხარე გააჯმევინონ კუმანი ან კლიპი მოიყვანო ან ხსვის შესთავაზონ ეგრევე გაანებებს თავს თამაშს და ჩაუდგება ბარსას თან იმენა გუნდსმის მოტივაციისთვის საუკეთესო იქნება
არ მომწონს ენრიკეს დამოკიდებულება რაკეტასადმი! დააბრუნეთ ძირითადში!
gaanzrie zmao erti adgili da agar xexav skams :d momwons es fegburteli mara itamasho barcashi arnishnavs rogorcginda ise mouklo. denisi momwons me mararafinias minda mieces meti dro magari texnaria tan tamashis dros mondomebas vxedav magbijshi
ამას იმდენი ვასხი რო სკამზე ალპობენ დდდ
ოოოოო ენრიკეს დამოკიდებულება ამ კაცის მიმართ არ მომწონს ნამდვილათ ესეც ხომ ვიდალი არ არის არ.
Raket moumate da mogcems met dros