მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” სრნას შეძენას ვერ შეძლებს, თუ ვიდალს არ გაყიდის

“ბარსელონა” სრნას შეძენას ვერ შეძლებს, თუ ვიდალს არ გაყიდის

“შახტარის” კაპიტანი, დარიო სრნა “ბარსელონაში” გადასვლას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ კატალონიური კლუბი ალეიშ ვიდალს გაყიდის.

“ბარსელონას” ფული არააქვს, რათა ზამთარში ახალი ფეხბურთელები შეიძინოს. ამიტომაც კლუბმა ისეთი ვინმე უნდა გაყიდოს, რომელიც ლუის ენრიკეს არ სჭირდება.

გაყიდვის ერთადერთი ვარიანტი მარჯვენა მცველი, ალეიშ ვიდალია, რომლითაც მწვრთნელი დიდად აღფრთოვანებული არაა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” სრნასთან მხოლოდ ხელფასის პირობები დარჩა შესათანხმებელი, რის შემდეგაც ის 1,5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

“მეშახტეებთან” 34 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში იწურება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში