დონეცკის “შახტარის” ხორვატმა ლეგენდამ, დარიო სრნამ, ისაუბრა იმ მიზეზებზე, რომელთა გამოც მან 2016 წელს “ბარსელონაში” გადასვლაზე უარი თქვა.
“გადაწყვეტილება გულით მივიღე. “შახტარის” დატოვება ვერ შევძელი. შემდეგ ომი მოხდა. არ მინდოდა, ხალხს ეფიქრა, გუნდს იმის გამო ვტოვებდი, რომ დონეცკში არ ვიყავით. ვგრძნობდი, რომ “შახტარისთვის” ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო. საკუთარი თავის შეურაცხყოფა და ადამიანების იმედგაცრუება ვერ შევძელი. არ ვნანობ, რომ “ბარსელონაში” არ გადავედი”, – დარიო სრნას ამ სიტყვებს უკრაინული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.



მაშ მტყუნის…
და რა თქვა ცუდი, ან ბარსას შეურაცყოფა მიაყენა თუ რა? გუნდი მიყვარს და ძნელბედობის ჟამს ვერ მივატოვე და არც ვნანობო. პირიქით დასაფასებელია, რომ ასეთ დროს სხვა, უკეთესს წინადადებას არ დათანხმდა და კლუბი არ დატოვა.
არადა ლეგენდარული მარჯვენა მცველია. დეკადაში ერთ-ერთი საუკეთესო ძანეტის, ლამის და ალვეშის შემდეგ
სრნაა კიარა ჩორლუკა კიდე 😂
აუფ ჩვენ ხო რას ამბობ გული დაგვწყდა