მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუ: “გვსურს, რომ ლუის ენრიკემ კონტრაქტი გაახანგრძლივოს”

ბართომეუ: “გვსურს, რომ ლუის ენრიკემ კონტრაქტი გაახანგრძლივოს”

“ბარსელონას” ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს მუშაობით კმაყოფილია. ამაზე კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ განაცხადა.

“ჩვენ გვსურს, რომ ლუის ენრიკემ “ბარსელონასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივოს. მაგრამ მას შევუთანხმდით, რომ აპრილამდე ამ საკითხს არ განვიხილავთ. ამის გაკეთებისთვის კიდევ გვექნება დრო.” – განაცხადა ბართომეუმ.

ლუის ენრიკემ “ბარსელონა” 2014 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი (2014/2015, 2015/2016), ორჯერ ესპანეთის თასი (2014/2015, 2015/2016), ესპანეთის სუპერთასი (2016), უეფას ჩემპიონთა ლიგა (2014/2015), უეფას სუპერთასი (2015) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2015). ესპანურ გრანდთან მწვრთნელის მიმდინარე ხელშეკრულება 2017 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში