კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პამპლონაში “ოსასუნას” დამარცხების (3:0) შემდეგ საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა.
“ჩვენ ვიბრძოლეთ და უამრავი საგოლე მომენტიც შევქმენით. თამაშით, რომელსაც დღეს ვუყურე, ძალიან კმაყოფილი ვარ.” – განაცხადა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკეს გუნდი ლიდერ მადრიდის “რეალს” 3 ქულით ჩამორჩბა, თუმცა “ბლანკოსს” დღეს თავისი მატჩი აქვს ჩასატარებელი.



