მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მანჩესტერ იუნაიტედი” ლუის ენრიკეს კონტრაქტს შესთავაზებს

“მანჩესტერ იუნაიტედი” ლუის ენრიკეს კონტრაქტს შესთავაზებს

დრო გადის, სატრანსფერო ფანჯარას კი უფრო და უფრო ვუახლოვდებით. საფეხბურთო პორტალმა Euro-Football-მა ახლო წარსულში გავრცელებული ჭორები შეაჯამა, სადაც კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის სახელი ფიგურირებს.

“მანჩესტერ იუნაიტედი” მთავარი მწვრთნელის შემცვლელს ეძებს, რადგან კლუბი ჟოზე მოურინიოს მიერ ნაჩვენები შედეგებით უკმაყოფილოა. ესპანეთში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “წითელი ეშმაკები” “ბარსელონას” თავკაცით დაინტერესდნენ.

აღსანიშნავია, რომ ინგლისური გუნდი მზადაა ესპანელ სპეციალისტს მრავალმილიონიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

ლუის ენრიკეს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. “ბარსელონა” მიმდინარე სეზონში არც თუ ისე წარმატებით გამოდის, რამაც “ბლაუგრანა” ხორხე სამპაოლის გაფორმების თაობაზე დააფიქრა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში