რამდენიმე წუთის წინ, შოტლანდიის დედაქალაქ გლაზგოში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრა დასრულდა, რომელშიც “ბარსელონამ” ადგილობრივი “სელტიკი” 2:0 დაამარცხა. კატალონიელთა მხრიდან თავი დუბლით ლეო მესიმ გამოიჩინა.
ჯგუფის მე-2 შეხვედრაში, “მანჩესტერ სიტიმ” “გლადბახთან” 1:1 ითამაშა. 5 ტურის შემდეგ, “ბარსას” 12 ქულა აქვს, ხოლო “სიტის” – 8. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლუის ენრიკეს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი ვადაზე ადრე გაინაღდა. ბოლო ტურში, კატალონიელებსა და “გლადბახს” შორის “კამპ ნოუზე” გასამართ მატჩს, სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, არანაირი დატვირთვა არ აქვს.