ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 13 სექტემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 13 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 13 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

13 სექტემბერს “ბარსელონამ” 15 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1972 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ანხელ მანუელ კუელიარი. 1995-197 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 34 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. კუელიარმა კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი და 1 თასების მფლობელთა თასი მოიგო.

2000 წელი

“ლიდსთან” 4-0 მოგებულ შეხვედრაში პატრიკ კლუივერტმა ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” მე-200 გოლი გაიტანა.

2008 წელი

“ბარსელონაში” სერხიო ბუსკეტსის დებიუტი შედგა. კატალონიური გუნდი ლა ლიგის საშინაო მატჩში “რასინგს” დაუზავდა – 1-1.

2016 წელი

“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე საკლუბო რეკორდი დაამყარა და “სელტიკი” 7-0 გაანადგურა. გოლები მესიმ (3), სუარესმა (2), ნეიმარმა და ინიესტამ გაიტანეს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • nika 54
    13 სექ 2021, 18:30

    13 სექტემბერს "ბარსელონამ" 14 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.
    ესეთ თარს დღეს მშვენიერი სტატისტიკაა.

  • azulgerana
    13 სექ 2021, 13:55

    მაგარი დღე ყოფილა

  • Diana
    13 სექ 2021, 11:17

    რა ტრიო გვყავდა 😪❤💙