workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ორიე: “ბარსელონაში” გადასვლა? საკუთარ მომავალს პსჟ-ში ვხედავ”

ორიე: “ბარსელონაში” გადასვლა? საკუთარ მომავალს პსჟ-ში ვხედავ”

“პარი სენ-ჟერმენის” მცველი, სერჟ ორიე გამოეხმაურა ჭორებს, მის შესაძლო გადასვლაზე “ბარსელონაში”.

ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მისთვის სასიამოვნოა ასეთი კლუბის ინტერესზე მოსმენა, მაგრამ ის თავის მომავალს პარიზულ კლუბში ხედავს.

“ჩემი შესაძლო გადასვლა “ბარსელონაში”? საკუთარ მომავალს პარიზში ვხედავ. სასიამოვნო მოსასმენია, როდესაც შენით ისეთი კლუბი ინტერესდება, როგორიც “ბარსელონაა”, მაგრამ მე პსჟ-სთან კონტრაქტი კიდევ სამი წლით მაქვს. მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ კლუბში ვთამაშობ და ამით სრულად კმაყოფილი ვარ.” – განაცხადა ორიემ.

ორიე პსჟ-ში 2014 წლიდან ასპარეზობს, როდესაც “ტულუზადან” გადავიდა. მიმდინარე სეზონში ორიემ პარიზული კლუბის მაისურით 10 მატჩი ჩაატარა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward