“ბარსელონას” მცველი, ჟერარ პიკე გამოჯანმრთელების პროცესის საბოლოო ფაზაზეა. ესპანელმა ფეხბურთელმა, “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში მიღებული კოჭის ტრავმა მოიშუშა და “მალაგასთან” შესახვედრად მზადაა.
ოთხშაბათს გამართულ სავარჯიშო სესიაში, ჟერარ პიკემ მონაწილეობა მიიღო. ესპანელი მცველი სრული დატვირთვით მუშაობდა. ჯგუფს ჟორდი ალბაც შეუერთდა. განაპირა მცველი “მალაგასთან” მატჩისთვის მზად არის და სავარაუდოდ სათამაშო პრაქტიკას მიიღებს.
სავარაუდოდ, ჟერემი მატიეც ხელმისაწვდომი იქნება.
“ბლაუგრანას” “მალაგასთან” უმტიტი, ინიესტა და დისკვალიფიცრებული სუარესი დააკლდებიან. პაკო ალკასერს სადებიუტო გოლის გატანის შანსი აქვს.
ეროვნულ გუნდთა განკარგულებაში მყოფი ლიდერები ლუის ენრიკემ რეზერვისტებით ჩაანაცვლა: აბელედო, ალენია, კარბონელი, ალფარო და მარკ კარდონა.
მირჩევნია მალაგასთან დასვენებით მოიგონ და ელ კლასიკოსთვის მოიმარაგონ ძალები
კაია რო იქნებიან კლასიკოზე
კარგია