workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

მაგრამ World Soccer-ის მიერ დაწესებულ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს, ხავი ყველა დანარჩენზე მეტად იმსახურებდა. შესაძლოა, მისი დაჯილდოვება ცოტა დაგვიანდა კიდეც.
წელს, ხავის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად რომ ასახელებენ, ამ მოვლენას რიდის, შეიძლება ითქვას სირცხვილის ელფერიც კი დაჰკრავს, ეს იგივეა ადამიანს სინდისის ქენჯნა რომ აწუხებდეს, დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობდეს, სანამ მთლად არ დაგვიანებულა – ხავი ხომ გინდა-არგინდა უკვე 30 წელს გადასცდა.
ეს ბოდიშის მოხდის ტოლფასია, რომელსაც იმის გამო ვიხდით, რომ აქამდე ვერ გავათვითცნობიერეთ მისი სიდიადე, არ ვაფასებდით მის ნიჭსა და თავმდაბლობას. ეს ჯილდო არამხოლოდ წლევანდელი, არამედ შარშანდელი და შარშანწინდელი წლებისთვის ეძლევა. თითქოს, მთელი ეპოქისთვის ვაჯილდოვებდეთ, მის მიერ შექმნილი ეპოქისთვის.
მაგრამ ეს უბრალო ბოდიშის მოხდა როდია დროის

მაგრამ ეს უბრალო ბოდიშის მოხდა როდია დროის გაწელვისთვის. აქ თავმოყვარეობის ზეობა იგრძნობა, პრაქტიკულად საფეხბურთო პურიტანობა (პურიტანობა – ცხოვრების სტილი, რომელიც მოთხოვნილებების ასკეტურ შეზღუდვას, ანგარიშიანობას, მიზანდასახულობასა და შრომისმოყვარეობას გულისხმობს), მორალური აუცილებლობა იმათი პოვნისა, ვინც ამას ქადაგებს არა საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვის. ეს ასევე ბოდიშის მოხდაა იმისთვის, რომ ჩვენ იმ ადამიანების “ვარსკვლავური მტვერი”, გოლები და ფინტები გვაბრმავებს, რომლებიც პრესის პირველი გვერდებიდან არ ჩამოდიან. დიდების მორევში გადაშვებული ხავი იშვიათად გვინახავს, რადგან ის სხვებს აყვინთავებს ამ მორევში.

საქმე იმაში კი არაა, რომ ის სხვებზე უკეთ თამაშობს (არადა, სინამდვილეში ასეა), რამედ იმაში, რომ ის სხვებსაც აიძულებს უკეთ ითამაშონ. აი, რას მივხვდით ჩვენ. აი რა მოსწონს ხალხს მასში.

“პარტნიორები მჭირდება, რომლებთანაც კომბინაციებს გავითამაშებ. პარტნიორების გარეშე ფეხბურთს აზრი არა აქვს, მათ გარეშე მე არავინ ვარ”, – ეს ჩავის სიტყვებია.

და აი პასუხიც – შეიძლება ისინიც არავინ არიან შენს გარეშე. ყოველ შემთხვევაში, ისინი სხვანაირები იქნებოდნენ, ლეო მესიც კი.

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

ჩავი საკუთარ თავს “ძირითადად, მეპასეს” უწოდებს, მაგრამ ამ უბრალო ფრაზის უკან უფრო მეტი იმალება. ესპანეთის ტელევიზიის კომენტატორმა, ანდრეს მონტესმა ჩავის “ჰემფრი ბოგარტი” უწოდა, რადგან ისევე როგორც სემს, ფილმ “კასაბლანკაში”, ხავისაც სთხოვენ თავისი ოსტატობის ჩვენებას, ისევ და ისევ. და კიდევ და კიდევ. შარშანდელ კლასიკოში “სანტიაგო ბერნაბეუზე” თითქმის 100 პასი გააკეთა. მიმდინარე სეზონში კი “კამპ ნოუზე” სამციფრიან მაჩვენებელს მიაღწია, უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ 114 გადაცემა მიითვალა. თან, მისთვის უჩვეულო რამ ჩაიდინა, მატჩში ანგარიში გახსნა.

დანი ალვესი ამტკიცებს, რომ ხავი უბრალოდ პასს კი არ იძლევა, არამედ თამაში მიჰყავს, საზღვრავს რა თანაგუნდელთა მანევრებს, აიძულებს მათ მის გადაცემებს გამოეხმაურონ. “ხავი მომავლის ფეხბურთს თამაშობს”, – აცხადებს ბრაზილიელი.

ის თამაშს აკონტროლებს, საკუთარ გუნდს წინ მიუძღვის. ის იდეოლოგი, მეტრონომი, დირიჟორია. თანაც არა ჭ-კლასის, არამედ საუკეთესო გუნდებში, რომელიც კი ოდესმე უნახავს ესპანურ ფეხბურთს, შესაძლოა, მთელ მსოფლიოსაც კი.

ძნელია არ დაეთანხმო იმ ადამიანებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ხავი ესპანური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველია, მაგრამ სამწუხაროდ, ამაში დასარწმუნებლად საფეხბურთო სამყაროს დიდი დრო დასჭირდა. თუმცა, ხომ გაგიგიათ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო.

2008 წელს, ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, 2009 წელს “ბარსელონამ” ტრიპლეტი გააკეთა, 2010-ში ფურია როხა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ყველა ეს წარმატება მაშინ იქნა მოპოვებული, როდესაც გუნდები საოცარი, უნიკალური ფეხბურთის დემონსტრირებას ახდენდნენ. მასში ნაცნობი ხელწერა იგრძნობოდა, რომლის მსგავსიც ნაკლებადსავარაუდოა ვინმეს როდესმე ენახოს. ეს ხავის ხელწერაა.

ხავი ის ადამიანი იყო, რომელიც ტემპს, რიტმს, სიჩქარეს, თამაშს კარნახობდა – მატჩიდან მატჩამდე, თამაშიდან თამაშამდე. როგორც ესპანელები ამბობენ: “Dდღევანდელი ნაკრები და დღევანდელი “ბარსელონა” ხავის დაკრულზე ცეკვავენ”. ხავი კი იდეალურ სიმფონიას უკრავს.

P.S. ეძღვნება ჩავი ერნანდესის ყველა ფანს, გუშინდელი საკალათბურთო მატჩის გმირის, გიორგი კალატოზიშვილის თამადობით.

 გაწელვისთვის. აქ თავმოყვარეობის ზეობა იგრძნობა, პრაქტიკულად საფეხბურთო პურიტანობა (პურიტანობა – ცხოვრების სტილი, რომელიც მოთხოვნილებების ასკეტურ შეზღუდვას, ანგარიშიანობას, მიზანდასახულობასა და შრომისმოყვარეობას გულისხმობს), მორალური აუცილებლობა იმათი პოვნისა, ვინც ამას ქადაგებს არა საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვის. ეს ასევე ბოდიშის მოხდაა იმისთვის, რომ ჩვენ იმ ადამიანების “ვარსკვლავური მტვერი”, გოლები და ფინტები გვაბრმავებს, რომლებიც პრესის პირველი გვერდებიდან არ ჩამოდიან. დიდების მორევში გადაშვებული ხავი იშვიათად გვინახავს, რადგან ის სხვებს აყვინთავებს ამ მორევში.
საქმე იმაში კი არაა, რომ ის სხვებზე უკეთ თამაშობს (არადა, სინამდვილეში ასეა), რამედ იმაში, რომ ის სხვებსაც აიძულებს უკეთ ითამაშონ. აი, რას მივხვდით ჩვენ. აი რა მოსწონს ხალხს მასში.
“პარტნიორები მჭირდება, რომლებთანაც კომბინაციებს გავითამაშებ. პარტნიორების გარეშე ფეხბურთს აზრი არა აქვს, მათ გარეშე მე არავინ ვარ”, – ეს ჩავის სიტყვებია.
და აი პასუხიც – შეიძლება ისინიც არავინ არიან შენს გარეშე. ყოველ შემთხვევაში, ისინი სხვანაირები იქნებოდნენ, ლეო მესიც კი.

ჩავი საკუთარ თავს “ძირითადად, მეპასეს” უწოდებს, მაგრამ ამ უბრალო ფრაზის უკან უფრო მეტი იმალება. ესპანეთის ტელევიზიის კომენტატორმა, ანდრეს მონტესმა ჩავის “ჰემფრი ბოგარტი” უწოდა, რადგან ისევე როგორც სემს, ფილმ “კასაბლანკაში”, ხავისაც სთხოვენ თავისი ოსტატობის ჩვენებას, ისევ და ისევ. და კიდევ და კიდევ. შარშანდელ კლასიკოში “სანტიაგო ბერნაბეუზე” თითქმის 100 პასი გააკეთა. მიმდინარე სეზონში კი “კამპ ნოუზე” სამციფრიან მაჩვენებელს მიაღწია, უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ 114 გადაცემა მიითვალა. თან, მისთვის უჩვეულო რამ ჩაიდინა, მატჩში ანგარიში გახსნა.
დანი ალვესი ამტკიცებს, რომ ხავი უბრალოდ პასს კი არ იძლევა, არამედ თამაში მიჰყავს, საზღვრავს რა თანაგუნდელთა მანევრებს, აიძულებს მათ მის გადაცემებს გამოეხმაურონ. “ხავი მომავლის ფეხბურთს თამაშობს”, – აცხადებს ბრაზილიელი.
ის თამაშს აკონტროლებს, საკუთარ გუნდს წინ მიუძღვის. ის იდეოლოგი, მეტრონომი, დირიჟორია. თანაც არა ჭ-კლასის, არამედ საუკეთესო გუნდებში, რომელიც კი ოდესმე უნახავს ესპანურ ფეხბურთს, შესაძლოა, მთელ მსოფლიოსაც კი.
ძნელია არ დაეთანხმო იმ ადამიანებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ხავი ესპანური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველია, მაგრამ სამწუხაროდ, ამაში დასარწმუნებლად საფეხბურთო სამყაროს დიდი დრო დასჭირდა. თუმცა, ხომ გაგიგიათ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო.
2008 წელს, ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, 2009 წელს “ბარსელონამ” ტრიპლეტი გააკეთა, 2010-ში ფურია როხა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ყველა ეს წარმატება მაშინ იქნა მოპოვებული, როდესაც გუნდები საოცარი, უნიკალური ფეხბურთის დემონსტრირებას ახდენდნენ. მასში ნაცნობი ხელწერა იგრძნობოდა, რომლის მსგავსიც ნაკლებადსავარაუდოა ვინმეს როდესმე ენახოს. ეს ხავის ხელწერაა.
ხავი ის ადამიანი იყო, რომელიც ტემპს, რიტმს, სიჩქარეს, თამაშს კარნახობდა – მატჩიდან მატჩამდე, თამაშიდან თამაშამდე. როგორც ესპანელები ამბობენ: “Dდღევანდელი ნაკრები და დღევანდელი “ბარსელონა” ხავის დაკრულზე ცეკვავენ”. ხავი კი იდეალურ სიმფონიას უკრავს.
P.S. ეძღვნება ჩავი ერნანდესის ყველა ფანს, გუშინდელი საკალათბურთო მატჩის გმირის, გიორგი კალატოზიშვილის თამადობით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • Zaga
    schedule 28 ოქტ 2020, 20:18

    მაგარი გარჩევა იყო ვეთანხმები ამის დამწერს.7 წელი ასეთი უნიათო უთავმოყვარეო ხემძღვანელობისგან გათავისუფლდა ბარსელონა.იმედია ფეხბურთელებიც გაანალიზებენ ყველაფერს და ახალი ხემძღვანელების დახმარებით ბარსას დააბრუნებენ ფეხბურთის მწვერვალზე.

  • ფეოლა
    schedule 28 ოქტ 2020, 18:49

    Sergio5,
    მადლობა დიდი.
    L'Équipe – ზე ვწერ. ფრანგებისთვის. marco reus 11,
    ეგრი.ჩემთვისაც საუკეთესოა.

  • marco reus 11
    schedule 28 ოქტ 2020, 17:50

    ალვეში დეკადის კიარა ისტორიის საუკეთესო მცველია 🙂

  • vegassi54
    schedule 28 ოქტ 2020, 17:04

    რა ეშველება ახლა პერესს? რა შეხმატკბილებულად მუშაობდნენ ერთად ბარსას დასაქცევად.

  • Sergio5
    schedule 28 ოქტ 2020, 16:31

    ხანდახან მე მწყდება გული და უსამართლობის შეგრძნება მეუფლება შენს სტატიებს მარტო ბარსამანიას ხალხი რო ვკითხულობთ, არადა რა კაი წასაკითხია ხოლმე

    არ ვიცი იმედია სხვაგანაც მუშაობ სადმე ან რამე გვერდი გაქვს და უფრო მეტი ადამიანი ხედავს შენს შრომას

  • me da barca
    schedule 28 ოქტ 2020, 16:16

    წაეთრა, მაგრამ გზადაგზა გამოჩნდება მისი შავი საქმეები და იმედია იქ გადაინაცვლებს, სადაც იმსახურებს. ამხელა ისტორიის გუნდის ასე გაბანძება და დაცინვა არ უნდა შერჩეს ასე ადვილად. ფინანსებში კიდევ რა ხდება ეშმაკმა იცის. ჩვეულებრივ იქაც ქართული ოცნება იყო სათავეში და როგორ დავიჯერო მანდ ფულები არ მოტეხეს.
    მოვა ახალი პრეზიდენტი და ალბათ მოიყვანს დამოუკიდებელ აუდიტს და ნახავენ შავსა და თეთრს. ბართოს მოთრეულ აუდიტს არ ვენდობი, მოისყიდიდა უეჭველი.