“ბარსელონას” მარჯვენა მცველმა დანიელ ალვესმა უკვე დაიწყო სხვადასხვა კლუბებიდან შემოთავაზების განხილვა. მისი აგენტი უკვე შეხვდა “მანჩესტერ სიტის” წარმომადგენელს. ეს შეხვედრა “ელ კლასიკოს” დღეს გაიმართა.
“Ona FM”-ის მიხედვით, შეხვედრა 29 ნოემბერს გაიმართა, სასტუმრო “Hesperia de Sant Just Desvern”-ში. ინგლისური კლუბი დაელოდება 2012 წლის ივნისს, როდესაც ალვეშს “ბარსასთან” კონტრაქტის ვადა ეწურება. ბოლო პარამეტრებით, ალბათობა იმ ისა, რომ ბრაზილიელი “სიტიში” ვიხილოთ, იანვარში გაირკვევა. ალვეშის აგენტი უარყოფს ჭორებს, რომლთა მიხედვით დანის პრიორიტეტი “ბარსაში დარჩენაა. კატალონიურმა კლუბმა მას შესთავაზა ხელშეკრულება, რომელშიც ანაზღაურება უფრო ნალკებია ვიდრე ინგლისური კლუბის.
ბრაზილიელმა “ბარსას” წარუდგინა კონტრაქტის სხვა პირობები, რომელშიც ფინანსური მხარის მომატებას ითხოვდა. ასე, რომ თუ კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება არ მოხდა, მაშინ შესაძლოა დანი ალვესი “ბარსას” ყოფილი მოთამაშის, იაია ტურეს გვერდით, მანჩესტერ “სიტიში” ვიხილოთ.


