კატალონიის “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” დაპირისპირება, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის ცენტრალური მატჩია. პეპ გვარდიოლა მშობლიურ სტადიონზე ბრუნდება, ისეთივე ტანდაბალ შეგირდებთან ერთად, როგორებიც ოდესღაც “ბლაუგრანაში” მუშაობისას ჰყავდა.
პეპის მოღვაწეობის პერიოდში, “ბარსელონა” თანამედროვე ფეხბურთის დომინანტი გუნდი გახდა. კატალონიური კლუბის წევრთა უმრავლესობა სუსტი და დაბალი იყო. წარმატების მისაღწევად ისინი ფიზიკურ ლიმიტებს გასცდნენ.
შემტევ ფეხბურთელებს შორის, მხოლოდ ტიერი ანრი იყო 1.80 მეტრზე მაღალი, მაგრამ ტანდაბალი ჩავი, ინიესტა, მესი, პედრო და ეტო’ო არანაკლებ ეფექტურები აღმოჩნდნენ.
8 სეზონის შემდეგ, გვარდიოლა წარმატებას “სიტისთან” ერთად აღწევს, ისევ დაბალი ფეხბურთელების წყალობით.
8 შემტევი მოთამაშიდან, 5 – 1.80 მეტრზე დაბალია. მხოლოდ ლერუა სანე, კელეჩი იჰეანაჩო და კევინ დე ბრუინე უსწრებენ ამ მაჩვენებელს.
“სიტის” შემტევთა საშუალო სიმაღლე 1.75 მეტრია, ეს მაჩვენებელი “ბარსელონასას” ემთხვევა (2008/09).
გვარდიოლას მოთმაშეები სიმაღლე “ბარსელონასა” და “სიტიში”
1. ჩავი: 1.68 / სტერლინგი: 1.70
2. მესი: 1.69 / ხესუს ნავასი: 1.70
3. ინიესტა: 1.70 / სილვა: 1.73
4. ბოიანი: 1.72 / აგუერო: 1.73
5. პედრო: 1.73 / ნოლიტო: 1.75
6. გლები: 1.78 / დე ბრუინი: 1.81
7. ეტო’ო: 1.80 / სანე: 1.83
8. ანრი: 1.88 / იჰეანაჩო: 1.84
erti krauchi yvela gundshi unda egdos 😀
175ცჰავი
ინიესტაზე მახალია