როგორც ყველასთვის კარგად ცნობილია, ბოლო ”კლასიკო”, რომელიც ”კამპ ნოუზე” გაიმართა, მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. დედაქალაქელები გამანადგურებელი ანგარიშით (5-0) დამარცხდნენ. თამაშის განმავლობაში, არაერთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, თუმცა ყველაზე მეტად სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სერხიო რამოსმა მესი წააქცია, პუიოლს ხელი ჰკრა და მოედნიდან გასულმა არც ჩავი ერნანდესი დაინდო. თუმცა, ესპანელი ჟურნალისტის, ხავიერ ბოშის განცხადებით ”კლასიკოს” ინციდენტი მოედანზე არ დასრულებულა:
”სერხიო რამოსის მიერ მატჩის შემდეგ გამართული აურზაური მოედანზე არ დასრულებულა. სიტუაცია მას შედეგ უფრო დაიძაბა, როდესაც გასახდელისკენ მიმავალმა ჩავიმ ბურთი ხელებში მიაწოდა მადრიდელ ლას დიარას. ამ უკანასკნელმა კატალონიელს გაოცებული სახით შეხედა, ხოლო მაესტრომ სწრაფად უთხრა: ”იქედან გამომდინარე, რომ ბურთს მთელი საღამოს განმავლობაში არ შეხებიხართ, ცოტა ხანს მაინც დაიჭირე”.”

ჩავის მიმართვა მადრიდელ დიარას
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


