Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ვიქტორინის მე-11 გათამაშების შედეგები

Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ვიქტორინის მე-11 გათამაშების შედეგები

Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ერთობლივი ვიქტორინის მე-11 გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია.

წინა ორშაბათს, ჩვენ საიტზე დაიდო ვიქტორინის კითხვები. სულ 10 კითხვა, რომელთაგან თითოეულს მინიჭებული ჰქონდა ქულა.

ათივე კითხვას სწორი პასუხი სამმაადამიანმა გასცა. ვიქტორინის წესების თანახმად, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა იმ მომხმარებელს ენიჭება, რომელმაც პასუხები ყველაზე ადრე გამოგზავნა. ეს იყო მომხმარებელი ნიკით dato29dato, რომელსაც გამარჯვებას ვულოცავთ. მას Fanz.ge-ს მიერ დაწესებული პრიზი, “ბარსელონას” მაისური გადაეცემა.

 

სწორი პასუხები დასმულ კითხვებზე:

1. რომელი გუნდიდან გადავიდა ერიკ აბიდალი “ბარსელონაში”? – ლიონი

2. დაასახელეთ ერთადერთი პორტუგალიური გუნდი, რომელსაც გამპერის თასი მოუგია. – პორტუ

3. ვისი პრეზიდენტობის დროს ჰქონდა ლიონელ მესის ოფიციალური დებიუტი “ბარსელონას” პირველ გუნდში? – ხუან ლაპორტა

4. რამდენჯერ აქვს “ბარსელონას” ფუტსალის გუნდს ესპანეთის სუპერ თასი მოგებული? – 1

5. რომელმა მწვრთნელმა უთავკაცა “ბარსელონას” ყველაზე მეტ მატჩში? – იოჰან კრუიფი

6.რომელმაც გუნდმა გამოაგდო “ბარსელონა” ესპანეთის თასის 1978/79 წლების გათამაშებიდან? – ვალენსია

7. რა ერქვა კონცერტს, რომელიც “კამპ ნოუზე” 2013 წლის ივნისში გაიმართა? – თავისუფლების კონცერტი

8. რამდენ მატჩში წვრთნიდა რადომირ ანტიჩი “ბარსელონას”? – 24

9. რომელ გუნდს დაუპირისპირდა “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” გამართულ პირველ ოფიციალურ მატჩში? – რეალ ხაენი

10. “ბარელონას” რომელი ყოფილი ფეხბურთელი არის ავტორი წიგნისა “გზა ითაკამდე”? – ოლეგერ პრესასი

 

საუკეთესო ათეული დაგროვილი ქულების მიხედვით:

dato29dato – 55

cosanostra – 55

Writer – 55

შოთა მგელაძე – 46

vovach – 46

Barca_MNS – 44

mirooo – 41

sakabakasaka – 38

ელ ილუსიონისტა – 36

Boomer – 31

 

ვიქტორინის მე-12 ტურის კითხვები საიტზე დაიდება ორშაბათს, 17 ოქტომბერს, ზუსტად 12:00 საათზე.

 

 

რატომ Fanz.ge?

აღსანიშნავია, რომ Fanz.Ge ყოველთვის იცავდა პროდუქციის მაღალ სტანდარტებს და ცდილობდა მომხმარებლისთვის ყველაზე იაფად შეეთავაზებინა საყვარელი გუნდების არამხოლოდ მაისურები, არამედ პოლოები, კეპები და გუნდის სხვა ეკიპირება. მომავალში იგეგმება გათამაშდეს ასაწყობი კამპ ნოუ Puzzle, ბარსელონას ჟაკეტები და ჩვენი საყვარელი გუნდის სხვა ეკიპირება, რომელთა ყიდვაც ამჟამად ასევე შესაძლებელია Fanz.Ge-ზე.

დაინტერესდი?

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • mirooo
    schedule 13 ოქტ 2016, 12:16

    5 კითხვაზე მგონი შეცდომით გაქვთ პასუხი ჯეკ გრინვილი 9 წელი იყო ბარსელონას მწვრთნელი და კრუიფი 8 წელი ხო და მგონი გრინვილი იყო უფრო მეტ მატჩში მწვრთნელი

  • sakabakasaka
    schedule 12 ოქტ 2016, 08:05

    უფრო მეტ ქულას ველოდებოდი, ორი შეცდომა მქონდა .