workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ფეხბურთელები დღეს და ხვალ

“ბარსელონას” ფეხბურთელები დღეს და ხვალ

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გრძელდება. 9 და 10 ოქტომბერს, კიდევ რამდენიმე შეხვედრა გაიმართება, რომლებშიც “ბარსელონას” ფეხბურთელებიც მიიღებენ მონაწილეობას. 

პიკეს, ინიესტასა და ბუსკეტსის ესპანეთს დღეს ალბანეთთან შეხვედრა ელის. ნაკრებს ალბა და დიდი ალბათობით სერჟი რობერტო გამოაკლდა, თუმცა მიუხედავად ამისა “ფურია როხა” უდაო ფავორიტია.

I ჯგუფში რაკიტიჩის ხორვატია ფინეთის, ხოლო არდა თურანის თურქეთი (არდა თურანის გარეშე) ისლანდიის წინააღმდეგ ითამაშებენ.

ყველა ზემოთ აღნიშნული მატჩი დღეს, თბილის დროით 22:45-ზე გაიმართება.

რაც შეეხება ხვალინდელ მატჩებს. ჰოლანდია – საფრანგეთის შეხვედრას ერთი “ბარსელონელი”, ჰოლანდიელთა კიპერი იასპერ სილესენი კოჭის ტრავმის გამო გამოაკლდა, თუმცა მეორე – ლუკა დინი მწყობრშია და დიდი ალბათობით დღეს საწყის თერთმეტეულში ვიხილავთ.

ანდრე გომეშის პორტუგალის ფარერების კუნძულს შეხვდება.

რაც შეეხება სამხრეთ ამერიკას, 12 ოქტომბერს, გამთენიისას ურუგვაი კოლუმბიას, არგენტინა პარაგვაის, ხოლო ბრაზილია ვენესუელას დაუპირისპირდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward