ოთხშაბათს “ბარსელონამ” “სელტიკი” ანგარიშით 7-0 გაანადგურა. ამ გამარჯვებამ აჯობა ლევერკუზენის “ბაიერთან” მიღწეულ შედეგს (7-1) და “ბარსელონასთვის” გახდა საუკეთესო შედეგი ჩემპიონთა ლიგაში. გთავაზობთ დაპირისპირებასთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებს და სტატისტიკას.
– ოთხშაბათს “სელტიკის” ისტორიაში ყველაზე საშინელი ევროპული მარცხი დაფიქსირდა (7-0). თითქოს ის არ იყო საკმარისი, რომ 2013 წელს “სელტიკი” “კამპ ნოუზე” ანგარიშით 6-1 დამარცხდა.
– ჩემპიონთა ლიგაში “ბარსელონას” კარში დანიშნული პენლებიდან ტერ შტეგენმა უკვე 3 მოიგერია. მეკარეს მხოლოდ გრიზმანმა გაუტანა.
– 759 vs 258: “ბარსელონამ” 500 გადაცემით აჯობა მეტოქეს, აქედან 88% კი ზუსტი იყო.
– მესამე წუთზე გატანილი გოლი მესისთვის უსწრაფესია ჩემპიონთა ლიგაში ისევე, როგორც მისი დუბლი “სელტიკის” წინააღმდეგ.
– “სელტიკის” წინააღმდეგ გატანილი 3 გოლის წყალობით მესის ყველაზე ბევრი ჰეთ-თრიქი აქვს შესრულებული (6) ჩემპიონთა ლიგაში.
– სურათზე ხედავთ მესის მიერ გაკეთებულ გადაცემებს.
![]()
– ინიესტამ პირველად მიითვალა გოლი ჩემპიონთა ლიგაში მას შემდეგ, რაც 4 წლის წინ ზუსტად იმავე მეტოქეს გაუტანა.
– 2012 წელს იბრაჰიმოვიჩმა 4 საგოლე გადაცემა შეასრულა და მის შემდეგ ნეიმარი პირველია, ვინც იმავე გაიმეორა.
– ანდრე გომეშის გადაცემების 94% ზუსტი აღმოჩნდა. ფეხბურთელმა ნახევარდაცვის სამივე პოზიციაზე ითამაშა:
![]()
დუბლის წყალობით ლუის სუარესს 5 შეხვედრაში 6 გოლი დაუგროვდა: 3 ლა ლიგაში, 1 ესპანეთის სუპერ თასზე და 2 ჩემპიონთა ლიგაში ლუის ენრიკემ სერხიო ბუსკეტსი უკვე მეორედ შეცვალა.