კატალონიის “ბარსელონას” 19 წლამდელთა გუნდმა, ევროპულ ტურნირზე პირველი სამი ქულა მოიპოვა და “სელტიკი” დაამარცხა ანგარიშით 2:1.
“ბლაუგრანას” მხრიდან, ახალგაზრდული ლიგის პირველ შეხვედრაში, გოლების გატანა, კარლოს პერესმა და გუილემენოტმა შეძლეს. მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა, გაბრი გარსიას გუნდიდან, თამაშის დაწყებიდან 2 წუთში, ლუკას პერესმა მოახერხა, რომელმაც ულამაზესი საჯარიმო დარტყმა შეასრულა.
“ბარსელონას” 19 წლამდელთა გუნდმა, გოლის გატანის შემდეგ, ბურთის ფლობაში უპირატესობა მოიპოვა, რასაც “სელტიკი” მხოლოდ შეუჩერებელი დაჯარიმებებით პასუხობდა. კატალონიელებს ეგონათ, რომ საკუთრი უპირატესობა 2 გოლამდე გაზარდეს, მაშინ როდესაც ლიმ მოწინააღმდეგის კარში ბურთი შეაგდო, თუმცა მსაჯებმა გოლი გააუქმეს, რადგან გოლის შექმნის დროს, გუილემენოტი დაჯარიმდა.
მეორე ტაიმში, უკვე “სელტიკმა” შეტევაში გადასვლა დაიწყო, რის გამოც, “ბარსელონას” 19 წლამდელთა გუნდისთვის, მოწინააღმდეგის ნახევარზე, უფრო მეტი თავისუფალი სივრცე გამოჩნდა.
64-ე წუთზე გუილემენოტმა მოწინააღმდეგის დაცვაში, შეცდომა გამოიყენა და დოოჰანის კარის დალაშქვრა მოახერხა. გოლმა “ბარსელონას” მოსადუნებლად საშუალება მისცა, თუმცა სწორედ ეს დასვენება გამოდგა მათთვის დამღუპველი, რადგან ანგარიშის გაქვითვა, 6 წუთის შემდეგ მეორე გოლიდან, აიტჩსონმა მოახერხა.
მატჩის ბოლოს, “სელტიკი” მთლიანად შეტევაში იყო გადასული, თუმცა “ბარსელონას” 19 წლამდელთა გუნდი დაცვაში მედგრად იდგა, რითაც მათ მოახერხეს ევროპულ ტურნირზე 3 ქულის მოპოვება.