workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
როჯერსი: “სუარესი მსოფლიოს საუკეთესო ცენტრფორვარდია”

როჯერსი: “სუარესი მსოფლიოს საუკეთესო ცენტრფორვარდია”

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონას” პირველი მეტოქის, “სელტიკის” მთავარი მწვრთნელი კატალონიელთა ურუგვაელ თავდამსხმელზე, ლუის სუარესზე საუბრობს, რომელთან ერთადაც ის “ლივერპულში” მუშაობდა.

“დღესდღეობით, ლუისი მსოფლიოს საუკეთესო ცენტრფორვარდია. არა მგონია, ეს საკითხი კითხვებს აჩენდეს.

როდესაც სუარესზე საუბრობ, უპირველესად, ადამიანზე საუბრობ. ლუის სუარესი ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია.

ის თავმდაბალი ადამიანია, რომელიც დაუღალავად შრომობს. ლუისი სუპერპროფესიონალი და მეოჯახე ადაამიანია, რომელიც ფეხბურთისა და ოჯახისთვის ყველაფერს აკეთებს.

ბედნიერება მქონდა, სუარესთან ერთად 2 წლის განმავლობაში მემუშავა.

როგორც ფეხბურთელი, ვფიქრობ, ის საუკეთესოა. საუკეთესო კომპლიმენტი, რაც მასზე შეიძლება ითქვას, არის ის, რომ მსოფლიო დონის გუნდში მივიდა და ის კიდევ უფრო უკეთესი გახადა. “ბარსელონას” მის გარეშე ასეთი გუნდი ვერ იქნებოდა.

სუარესის შეჩერება ძალიან ძნელი იქნება. მსოფლიო დონის ფეხბურთელები სივრცეებს ყოველთვის პოულობენ. შენ შეგიძლია გამოიყენო ყველა ტაქტიკური იდეა, შექმნა სისტემა, დააყენო ორეშელონიანი ავტობუსი დაცვაში, მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები სივრცეებს მაინც მოძებნიან.

ერთადერთი, რაც შეგიძლია გააკეთო, არის ის, რომ ითამაშო აგრესიულად და სწორედ ამას ვაპირებთ ხვალ.” – განაცხადა როჯერსმა.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” და “სელტიკი” ხვალ, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე, “კამპ ნოუზე” ითამაშებენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward