“ბარსელონამ” წინასასეზონო მზადება 9 დღის წინ დაიწყო. გუნდს პირველი ამხანაგური მატჩი ორ დღეში აქვს, მაგრამ მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს წინაშე ჯერ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა დგას. გთავაზობთ ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას.
1. ახალი თავდამხსმელის დამატება
მწვრთნელიც და სპორტული დირექტორიც ღიად აცხადებენ, რომ გუნდს კიდევ ერთი თავდამსხმელი ჭირდება, რომელიც გუნდს მაშინ გამოადგება, როდესაც მესი, სუარესი ან ნეიმარი გამოაკლდება, ან მათგან რომელიმე დასვენება დასჭირდება.
ამავდროულად, ძნელია მოინახოს თავდამსხმელი, რომელიც სათადარიგოთა სკამზე ჯდომასაც დასთანხმდება და თან მისი ტრანსფერი იაფი დაჯდება.
ნოლიტომ “ბარსელონაში” დაბრუნებას “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა ამჯობინა. “ბარსელონა” კევინ გამეიროთი და ლუსიანო ვიეტოთიც ინტერესდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, “ატლეტიკო” და “სევილია” ამ ფეხბურთელებს ერთმანეთში გაცვლიან. შესაძლო ვარიანტებიდან დარჩნენ ლუკას პერესი (“დეპორტივო”) და კარლოს ბაკა (“მილანი”). კლუბის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, კატალონიელები მარჯვენა ფლანგზე დანი ალვესის შემცვლელს არ შეიძენენ. ყოველ შემთხვევაში, კლუბის პრიორიტეტი თავდამსხმელის ყიდვაა.
2. წამსვლელები
გუნდი ექვსმა ფეხბურთელმა (ალვესი, ბარტრა, სანდრო, სონგი, ჰალილოვიჩი, ადრიანო) უკვე დატოვა, მაგრამ ჩამონათვალი ამით არ დამთავრდება. მწვრთნელმა უკვე განაცხადა, რომ ის კრისტიან ტელიოსა და მარტინ მონტოიაზე იმედებს არ ამყარებს. ამ ფეხბურთელებით “ფიორენტინა” და “ვალენსია” ინტერესდებიან. ასევე წასვლის ზღვარზე არიან ტომას ვერმალენი და დუგლას პერეირა. თუმცა, მათი მსურველი გუნდი ჯერ არ ჩანს.
3. ფორმულა ნახევარმცველებისთვის
ანდრე გომეშის ყიდვის შემდეგ, კატალონიურ პრესაში მუდმივად წერენ, რომ ლუის ენრიკეს ნახევარდაცვისთვის ოპტიმალური ფორმულა ჭირდება. გუნდში 10 ფეხბურთელია, რომლებსაც მოედნის ცენტრში თამაში შეუძლიათ. მათგან ხავიერ მასკერანო და სერჟი რობერტო, ძირითადად, დაცვაში ითამაშებენ. თურანს, გომეშსა და დენის სუარესს თავდასხმაში თამაშიც შეუძლიათ. თუმცა, ამის გათვალისწინებითაც კი, მოედნიც ცენტრში არსებულ სამ პოზიციაზე ზედმეტად ბევრი ფეხბურთელი მოდის. ვრცელდება ხმები, რომ თურანი გუნდს დატოვებს, სერხი სამპერს კი გაანათხოვრებენ. მეორე მხრივ, კარგი ისაა, რომ მწვრთნელს როტაციის საშუალება ექნება.
4. სათამაშო დრო “ლა მასიას” აღზრდილებს
დიდი ალბათობით, გუნდი, უახლოეს მომავალში, “ლა მასიასგან” სერიოზულ შევსებას არ უნდა ელოდეს. პუიოლის, ჩავის, მესის და პიკეს დონის ფეხბურთელები არ ჩანან. თუმცა, “ბარსას” გულშემატკივრებს პირველ გუნდში “ლა მასიას” აღზრდილების ხილვა მაინც უნდათ. მწვრთნელს შეუძლია ეს მოთხოვნა სამპერისთვის, რაფინიასთვის, მუნირისთვის და დენის სუარესისთვის სათამაშო დროის მიცემით შეასრულოს. თუმცა, ამის თქმა უფრო მარტივია, ვიდრე შესრულება.
5. მეკარის პოზიცია
“ბარსელონას” პირველი მეკარის საკითხი კვლავ გაურკვეველია. ბრავოსაც და ტერ შტეგენსაც ყველა მატჩში მონაწილეობის მიღება სურთ. ბოლო 2 სეზონის განმავლობაში, ჩილელი ლა ლიგაში თამაშობდა, ხოლო გერმანელი – ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე. ეს სიტუაცია, შესაძლოა, კიდევ ერთ წელს გაგრძელდეს, თუმცა, თუ კატალონიურ TV3-ს დავუჯერებთ, მეკარეები როლებს გაცვლიან. ლუის ენრიკემ გადაწყვეტილება სეზონის დაწყებამდე უნდა მიიღოს, რათა მისი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ფეხბურთელს სხვაგან წასვლის საშუალება მიეცეს.
თავდამსხმელი აუცილებლად! თუ გამეიროს და ვიეტოს ვარიანტები ჩაიშალა დახარჯონ ფული და მოიყვანონ მაჰრეზი….ჯობდა პრიმერადან მოეყვანათ ვინმე კლასიანი ოღონდ აუცილებლად ფრთის მოთამაშე
აი თავმდახსმელი ბაზარი არაა გვჭირდება იმ პონტში ოღონდ, რომ ლარსონის პონტში იყოს და რთულ ჩაკეტილ თამაშებში შემოიყვანოს და გადალაგდეს გუნდი. შორეულ დარტყმებს და თავზე ჩაწოდებებს მიაქციონ ყურადღება რათა ყველა გუნდი უძლური გახდეს ჩვენს წინააღმდეგ. მხოლოდ მაგ პონტში.
თორე სხვა გადმოსახედიდან, რომ შეხედო არც გვჭირდება მეტი თავდამსხმელი. იმდი უნდა ვიქონიოთ, რომ არ დაიმტვერევა არავინ ტრიოდან. და თუ დაიმტვრევა ამდენი ნახევარმცველი გვყავს მიცემათ თან შანსი და 4-4-2 სქემაზე გადავალთ. ან კიდე 4-3-3-ზე დავრჩებით და და აგერ დენის სუარესს, ადნრე გომეშს, არდა თურანსაც და ინიესტასაც შეიძლიათ თავდამსხმაში თამაში. ასე რომ დიდ პრობლემას არ წარმოადგენს რომც არ ვიყიდოთ. მაგრამ რომ ვიყოდოთ უბრალოდ უკეთესი იქნება უნაკლო გუნდი ვიქნებით. მითუმეტეს თუ მარჯვენა ფლანგზე დიდი ჯახი წავა ვიდალსა და რობერტოს შორის და უფრო და უფრო თუ მოუმატებენ ყველასთვის უკეთესი იქნება. : )))
mase izaxoda erti bavshi 23 varo da rovnaxe 14 is iyo metviton shemrcxva mismagivrad :-)))))
🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂
Aდმინ სიახლეეე3ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!!!
lasha da giorgi chemi klaselebi iyvnen jubasac kargad vicnob samive chemi dzmakacebia . nika tereladze sheni klaselia , egec chemtan iyo pirvel klashi mara aramgonia vaxsovde
shen romel quchashi cxovrob ????
არა მე მართლმადიდებლურში ვსწავლობ ლაშა გიო და ჯუბა ჩემი კლასელებია სამივე, მე ახალსოშელში ვცოვრობ ცენტრალური გზა რომ მიდის მანდ 😉 😉
27 წლის ვარ და ფეხბურთს 98 დან უყურებ
ოხ ოხ, რა სტაჟიანი მომხმარებლები ყოლია ბარსამანიას 😉
27 წლის ვარ და ფეხბურთს 98 დან უყურებ
ოხ ოხ, რა სტაჟიანი მომხმარებლები ყოლია ბარსამანიას 😉
უფრო ფიდი ასაკის მომხმარებლებიც გვყავს ამ საიტზე თუ არ ვცდები გრაციასხავი6 28 წლისაა…:-) 🙂 🙂
აბა ატლეტიკოსთან საიდან ყლაპა ბურთი, იმას ფეხმოტეხილი ვალდესიც აიღებდა:-)