“ბარსელონას” ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარ ჟუნიორმა მარკ ცუკერბერგის გამოწვევა მიიღო, მაგრამ მან Facebook-ის დამაარსებლის დამარცხება ვერ მოახერხა.
ცუკერბერგმა ნეიმარი ბურთის კენწვლაში გამოიწვია. თუმცა, საქმე არა კენწვლის ტრადიციულ სახეს, არამედ მობილურ აპლიკაციაში ხელის თითებით კენწვლას ეხებოდა. Facebook-ის დამაარსებელმა 37-ჯერ აკენწლა, ნეიმარმა კი – მხოლოდ 29-ჯერ.
ბრაზილიელმა ცუკერბერგი რეალურად კენწვლაში გამოიწვია. თავის მხრივ კი, აპლიკაციით კენწვლაში, ლუის ჰამილტონი გამოიწვია.
[media=https://youtu.be/ecBaU9tRIRM]
Realur.kenwvlashi aqvs shansi neymars