workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ზე რობერტო: “ჟეზუსი ნეიმარისავით ნიჭიერი არაა”

ზე რობერტო: “ჟეზუსი ნეიმარისავით ნიჭიერი არაა”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ზე რობერტო “პალმეირასის” ახალგაზრდა შემტევზე, “ბარსელონას” ინტერესის სფეროში მოქცეულ გაბრიელ ჟეზუსზე საუბრობს.

“ჟეზუსი ბრაზილიური ფეხბურთის საუკეთესო აღზრდილია მას შემდეგ, რაც მე სამშობლოში დავბრუნდი. ბევრი ფეხბურთელი ვნახე, მაგრამ გაბრიელი ყველასგან გამორჩეულია.

თუმცა, ის ისეთივე ნიჭიერი არაა, როგორც ნეიმარი. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ნეიმარი სხვა პლანეტიდანაა. მას ვერავის შევადარებთ.”

გავრცელებული ინფორმაციით, ჟეზუსის შეძენით, “ბარსელონას” გარდა, “რეალიცაა” დაინტერესებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward