26 სექტემბერი, ბარსელონა
“კამპ ნოუ”, 70676 მაყურებელი
ბარსელონა-სარაგოსა 4:1
ბარსელონა: ვალდესი, ძამბროტა (ოლეგერი 20), მარკესი, მილიტო, აბიდალი, ტურე, ჩავი, დეკო (ჯოვანი 73), ინიესტა, მესი (ბოიანი 82), ანრი
სარაგოსა: სეზარი, დიოგო, სერხიო, პავონი, ხუანფრანი, მათუზალემი (ჰერერო 53), ლუქსენი (გაბი 46), ზაპატერი, აიმარი, ოლივეირა, დიეგო მილიტო (სერხიო გარსია 58)
მსაჯი: ველასკო კაბრალო
გოლები: 1:0 მესი 5, 1:1 ზაპატერი 9, 2:1 მესი 10, 3:1 ინიესტა 22, 4:1 მარკესი 45+1
გაფრთხილება: ტურე 49, მარკესი 57 – დიოგო 62, ჰერერო 67
დარტყმა: 25(13) 5(3)
ჯარიმა:8 17
კუთხური: 12 0
თამაშგარე: 4 0
ბურთის ფლობა: 67% 33%
სეივი: 2 9
გუშინ “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში მორიგი მატჩი გამართა და იმდენად კარგად ითამაშა, რომ გულშემატკივარს ის “ბარსა” გაახსენა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
გუშინდელ მატჩი მასპინძელ ფეხბურთელებს მართლაც ყველაფერი გამოსდიოდათ, მათ თვიდანვე შეუტიეს მეტოქის კარს, რის შემდეგაც “სარაგოსას” ფეხბურთელები დაიბნენ და “ბარსელონას” მოედნის სრული ბატონ-პატრონი გახდა. ანგარიში უკვე მე-5 წუთზე მანამდეც შესანიშნავად მოთამაშე მესიმ გახსნა, რომელმაც ანრისთან კედელი გაითამაშა და ეფექტური დარტყმით მეორე შეხვედრაში თავისი მესამე გოლი გაიტანა. მართალია მალე “სარაგოსამ” ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ გავიდა ერთი წუთი და მესიმ კვლავ იხეირა, ამჯერად დეკოს პასით. შეხვედრის 22-ე წუთზე გავიდა მართლაც შესანიშნავი გოლი. მიუხედავად იმისა, რომ ინიესტას არც შორიდან დაურტყამს, არ მაკრატელა გაუტანია და საერთოდაც, მან ბურთი ცარიელ კარში გაიტანა, ეს გოლი მართლაც ძალზე ეფექტური გამოდგა თავისი კომბინაციის გამო – მარჯვენა ფლანგიდან დეკომ საჯარიმოს ხაზთან მდგომი მესი მონახა, რომელმაც დეკო შესანიშნავი პასით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, პორტუგალიელმა კი თითქოს არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და შორეულ ძელთან პასი რბილი პასი გააკეთა, სადაც არავინ იყო, მაგრამ ბურთთან უცებ ინიესტა გაჩნდა და ანგარიშიც 3:1 გახდა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე კი დეკომ საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა, მეკარემ ნახტომში ბურთს ხელი ოდნავ წაჰკრა ბურთიც ძელს მოხვდა და უკან გამოაბრუნა, მაგრამ იქვე მდგომაა მარკესმა ცარიელ კარში მიუჩინა მას ადგილი.
შეხვედრა საბოლოოდ 4:1 დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ მაპინძლებს მეორე ტაიმში უამრავი საგოლე მომენტი შეექმნათ, ხან მცირეოდენი უზუსტობის და ხან სეზარის ბრწყინვალე თამაშის წყალობით მათ შეხვედრაში მხოლოდ 4 ბურთის გატანა მოახერხეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ თამაშში თითქმის არ ყოფილა რაიმე განსაკუთრებული ფინტები, ერთადერთი გამორჩეული ფინტი გააკეთა ინიესტამ, არ ყოფილა ასევე განსაკუთრებული სირთულის პასები და არაფერი გამორჩეული, უბრალოდ იყო საკმაოდ სწრაფი და დალაგებული თამაში. 90 წუთის განმავლობაში “ბარსელონას” ფეხბურთელებს არცერთი ზედმეტი მოძრაობა არ გაუკეთებიათ, გარბოდნენ როცა საჭირო იყო და ჩერდებოდნენ როცა საჭირო იყო, პასს აკეთებდნენ მაშინ, როცა უნდა გაეკეთებინათ და კარში ურტყამდნენ მაშინ, როდესაც ამის საჭიროება იყო.
მთელი თამაში აბსოლიტურად ყველა ფეხბურთელმა ითამაშა უბრალოდ შესანიშნავად, ერთადერთი ვალდესის თამაშის შეფასების საშუალება არ მოგვეცა ნორმალურად, მაგრამ ერთ ეპიზოდში მან გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, ხოლო გაშვებულ გოლში მას არანაირი წვლილი არ მიუძღვნის. შეუდარებელი იყო დაცვის ხაზი, არცერთი დაშვებული შეცდომა მთელი თამაშის განმავლობაში. რაც შეეხება ნახევარდაცვას, უკვე ტრადიციად იქცა, რომ კატალონიელები მოედნის ცენტრში ძალზე კარგად თამაშობდნენ, ტურე კედელივით იდგა მცველების წინ, ჩავი კარგად ანაწილებდა პასებს და შავ სამუშაოსაც ასრულებდა, დეკოზე კი რისი თქმა შეიძლება, მან გააკეთა 2 საგოლე გადაცემა, ერთხელ კინაღამ გაიტანა ჯარიმიდან, მაგრამ ამასაც შემდეგ გოლი მოჰყვა, მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ დეკო ძველ ფორმას უბრუნდება. ინიესტამ შესაძლოა თავის კარიერაში საუკეთესო მატჩი ითამაშა (ჯერჯერობით), გატანილი გოლი იყო ყველაზე უბრალო რამ, რაც მან გააკეთა გუშინდელ თამაშში, “სიკვდილა” შესანიშნავად მოქმედებდა მთელს მოედანზე და ბრწყინვალედ აკონტროლებდა ბურთს, ხოლო მის მიერ მეტოქის კარის ძეისთვის გარტყმული ბურთი ალბათ ბევრ გულშემატკივარს კარგა ხანი არ დაავიწყდება. რაც შეეხება მესის, იგი უბრალოდ შეუდარებელი იყო და შეუძლებელია ახსნა, თუ რატომ, გატანილ გოლებს თავი დავანებოთ და ისედაც რომ განვიხილოთ, მესი მაინც საუკეთესო იყო. აი მივედით ტიერი ანრიმდეც, რომელმაც სამწუხაროდ გოლი კვლავ ვერ გაიტანა, მაგრამ მისი თამაშის შემხედვარე გულშემატკივარს გული ალბათ მაინც არ დაწყვეტია. “ტიტი” ნელ-ნელა აშკარად შედის ფორმაში, მან ზედიზედ მეორე მატჩში გააკეთა საგოლე გადაცემა და ორივე შემთხვევაში გოლის ავტორი მესი გახლდათ, როგორც სჩანს ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს კარგად გაუგებს. ამ პასის გარდა ანრი გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყო მთელი თამაშის განმავლობაში და მან რომ გოლის გატანა ვერ მოახერხა, ეს მასზე მეტად “სარაგოსას” მეკარის დამსახურებაა.
ორიოდე სიტყვის თქმა ფრანკ რაიკაარდზეც შეიძლება, რომელმაც მოახერხა და კლუბი აათამაშა ისევე (ან უკეთესადაც), როგორც ის ორი წლის წინ თამაშობდა და ეს გააკეთა მაშინდელი დაცვის, ნახევარდაცვის და თავდასხმის ლიდერების გარეშე; პუიოლის, რონალდინიოს და ეტო’ოს კალიბრის მოთამაშეების დანაკლისის შემთხვევაში მსოფლიოში ალბათ ნებისმიერი კლუბი ძალზე სერიოზული პრობლემების წინაშე დადგებოდა, მაგრამ “ბარსელონა” ხომ მხოლოდ კლუბი არ არის!!!
აბა რაა ვიგებთ
..
აბარაა ვიგებთ და ვიგებთ