workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რონალდინიოს დაუგეგმავი ვარჯიში

რონალდინიოს დაუგეგმავი ვარჯიში

გუშინ რონალდინიომ “ნოუ კამზე” დაუგეგმავი ინდივიდუალური ვარჯიში გამართა, რომელიც მას უნდა დაეხმაროს ტრამვისაგან საბოლოოდ გამოჯანმრთელებაში.

რონალდინიო მოედანზე ფიზიოთერაპევდთან ერთად 18:00 საათზე გამოჩნდა და 30 წუთის განმავლობაში ვარჯიშობდა. ეს იყო მოკლე ვარჯიში იმის დასადგენად, თუ გამოჯანმრთელების პროცესმა რა პროგრესი განიცადა უკანასკნელ დღეებში, რადგან რონალდინიო უახლოვეს მომავალში გეგმავს მოედანზე დაბრუნებას.

როგორც ცნობილია რონალდინიომ “სევილიასთან” საშინაო შეხვედრა ტრამვის გამო გამოტოვა და იგივე მიზეზით მას დღეს, “სარაგოსას” წინააღმდეგ გასამართ მატჩსაც გამოტოვებს. გუშინ რონალდინიო ძირითადად მოძრაობების კოორდინირებაში და სირბილში ვარჯიშობდა.

რონალდინიომ გარკვეული პერიოდი ბურთთან ერთადაც ივარჯიშა, მაგრამ ეს ძალზე ცოტა ხანს გაგრძელდა, რადგან რეციდივსი შიში ჯერ კიდევ არსებობს.

გულშემატკივრების მხარდაჭერა

რონალდინიოს ვარჯიშს ესწრებოდნენ მოედანზე შეკრებილი ტურისტები, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელის სახელს სკანდირებდნენ და მხარს უჭერდნენ მას. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს თავისი საფირმო ფინტის შესრულებით გადაუხადა.

წყარო: www.barcamania.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • BEQA BARCA
    schedule 14 ნოე 2019, 20:09

    ლეგწნდინიაოოოო