workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
MD: “ბარსელონა” “ჩელსის” მცველით ინტერესდება

MD: “ბარსელონა” “ჩელსის” მცველით ინტერესდება

19 წლის დანიელმა მცველმა კატალონიელთა ყურადღება მიიპყრო.

როგორც ცნობილია, “ბარსელონა” ანდრეას კრისტენსენის გადაბირებით სერიოზულად არის დაინტერესებული. El Mundo Deportivo-ს თანახმად, უკვე დიდი ხანია, სკაუტები მის თამაშს აკვირდებიან და ხელმძღვანელობას მასზე დადებითი რეკომენდაციაც გაუწიეს.

ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ამჟამად კრისტენსენი მიონხენგლადბახის “ბორუსიას” ღირსებას იჯარის წესით იცავს, მისი ხელშეკრულება კი ლონდონის “ჩელსის” ეკუთვნის.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში “ბარსელონას” სკაუტებს გერმანიის ჩემპიონატის მატჩებზე აფიქსირებენ, რომლებიც დაკვირვებას შემდეგ ფეხბურთელებზე აწარმოებენ: 

ჟულიან ვეიგლი, ილკაი გიუნდოგანი, მარკო როისი, ჰენრიხ მხითარიანი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი (ხუთივე – დორტმუნდის “ბორუსიადან”); დავიდ ალაბა (“ბაიერნიდან”), ლეროი სანე, მაქს მაიერი (ორივე – “შალკედან”), იულიან დრაქსლერი, რიკარდო როდრიგესი (ორივე – “ვოლფსბურგიდან”), ჰაკან ჩალჰანოღლუ (ლევერკუზენის “ბაიერიდან”) და გრანიტ ჯაკა (მიონხენგლადბახის “ბორუსიადან”).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward