24 წლის ესპანელი, შესაძლოა, ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნდეს.
როგორც იტალიელი ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო საკუთარ ვებ-გვერდზე წერს, “ბეტისის” ხელმძღვანელობა მარტინ მონტოიას შეძენაზე სერიოზულად ფიქრობს.
მოგეხსენებათ, ესპანელი განაპირა მცველი “ინტერის” შემადგენლობას გასულ ზაფხულს, ორწლიანი იჯარის წესით შეუერთდა. თუმცა, ამ დროისთვის იტალიის ჩემპიონატში მან მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. ამ სიტუაციით სარგებლობას კი “ბეტისი” გეგმავს.
შეგახსენებთ, “ნერაძურის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ, ადრე განაცხადა, რომ მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მონტოიამ, შესაძლოა, გუნდი დატოვოს. აღსანიშნავია, რომ მარტინის თამაშით ასევე “ჯენოაა” დაინტერესებული.