“As” ის ჟურნალისტებმა “ბარსელონა” – “ვილიარეალის” დამთავრების შემდეგ ისაუბრეს არბიტრის შეცდომებზე.
მათი აზრით მსაჯმა სამი უხეში შეცდომა დაუშვა. პირველი 25–ე წუთზე მესის და პედროს გარღვევა შეჩერებულ იქნა ვითომდა თამაშგარე მდგომარეობის გამო, მაგრამ სინამდვილეში არანაირი თამაშგარე არ ყოფილა. ამის შემდეგ “ბარსელონამ” გოლი გაუშვა, რომ არა მსაჯის შეცდომა, შესაძლოა ნილმარს ის გოლი არ გაეტანა და ის მომენტი არც შექმნილიყო.
მეორე შეცდომა იყო ის, როდესაც მაქსველმა ბორხა ვალერო წააქცია, დელგადო ფერეირამ მას ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ წესით ეს ჯარიმა უნდა მიჩნეული ყოფილიყო, როგორც ბოლო იმედის ჯარიმა, რადგანაც ბორხა ვალერო ერთ–ერთზე რჩებოდა მეკარესთან.
ხოლო მესამე შეცდომა იყო, ის როდესაც გავიდა ლეო მესის გოლი, პედროს გადაცემის შემდეგ იგი ოდნავ წინ იყო მარჩენაზე, მაგრამ ბურთი ლეოს რიკოშეტის შემდეგ მიუვიდა. ბოლო ეპიზოდი უფრო ბუნდოვანი და გაურკვეველია, რადგანაც გაურკვეველია პედრო გამიზნულად აკეთებდა გადაცემას მესის მიმართ თუ არა.
ამ სამი მომენტის ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ აქ: