workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრო: “მსურს კარიერა “ბარსელონაში” დავასრულო”

პედრო: “მსურს კარიერა “ბარსელონაში” დავასრულო”

პედრო როდრიგესმა და ხეფრენ სუარესმა მისცეს  ინტერვიუ, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს. როგორც მოგეხსენებათ, ორივე ფეხბურთელი “ბარსელონას” აღზრდილია. პედრო უკვე ძირითადის ფეხბურთელადაც ითვლება.

პედრომ შემდეგი რამ განაცხადა: “ძალიან მინდა, რომ კარიერა “ბარსელონაში” დავასრულო. ეს შესანიშნავი კლუბია. მე ბავშვობიდან აქ ვთამაშობ.”

პედროც და ხეფრენიც კარგი შემტევები არიან. მათ გოლების გატანა ახალგაზრდული ასაკიდან დაიწყეს. ახლაც ასე ხდება. წლევანდელ სეზონში პედრომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გოლის გაიტანა მოახერხა. “ჩემი პირველი მატჩი “ბარსას” მაისურით იყო “ატლეტიკის” წინააღმდეგ” – განაცხადა პედრომ. ჟეფერნმა აქვე დაამატა, რომ მან პირველი გოლი სწორედ “ატლეტიკის” წინააღმდეგ გაიტანა.

“ამ მომენტისთვის ჩვენ უბედნიერესი ადამიანები ვართ. ჩვენ ხომ “ბარსელონაში” ვთამაშობთ.” – განაცხადეს ფეხბურთელებმა.

ინფორმაციის წყარო:barca.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში