“რომას” ნახევარმცველი დანიელე დე როსი “ბარსელონასთან” შეხვედრის წინ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მესის წინააღმდეგ კომპაქტურად თამაშია საჭირო.
“ლუის ენრიკეს მიერ “რომას” დატოვებისას პრესა მის ცუდ შედეგებზე საუბრობდა. თუმცა, შემდეგ მან დაამტკიცა, რომ სულელი არაა. როგორც პიროვნება, ის მომწონს. მოხარული ვარ ლუის ენრიკეთი და მისი შტაბით. ისინი კარგი ადამიანები არიან.
“ბარსელონა” განსაკუთრებული გუნდია. გუნდურობის გათვალისწინებით, ის ყველაზე ძლიერია. “ბარსას” შემადგენლობაში თამაშობს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესიც.
მესი პრაქტიკულად ყოველთვის ამარცხებს მეტოქეს ერთი-ერთზე, ამიტომ კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ და ყოველთვის დავეხმაროთ ერთმანეთს”.