კატალონიის “ბარსელონას” და ჩილეს ეროვნული ნაკრების გოლკიპერი კლაუდიო ბრავო ამერიკის თასის მოგების შემდეგ კომენტარს აკეთებს. შეგახსენებთ, რომ ჩილემ არგენტინის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა და ამერიკის თასი ისტორიაში პირველად მოიგო.
“ამერიკის თასის მოგება ყოველთვის მინდოდა. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი მომენტია. ყველაფერი ნეგატიური უკან უნდა დავტოვოთ. გამარჯვებას ყველა ჩილელს ვუძღვნი.
რაც შეეხება პენალტების სერიას, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი გამოცდილება მივიღეთ. მე ბიჭებს ვუთხარი, რომ არგენტინელები 2 პენალტს ვერ გამოიყენებდნენ და ჩვენ გავიმარჯვებდით.” – განაცხადა ბრავომ.