“ბარსელონას” 31 წლის ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა, დღეს, მე-2 შვილის მამა გახდა. მან და მისმა მეუღლემ, ანა ორტისმა, ახალწვეულ ვაჟს პაოლო დაარქვეს.
ინიესტამ, ბავშვის დაბადების შემდეგ, თავის Twitter-ზე შემდეგი ჩანაწერი გააკეთა: “მოგესალმებით ყველას! პაოლო ანდრეა უკვე ჩვენთანაა. დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ!!! სრული ბედნიერება!!!”
ანდრეს ინიესტა და ანა ორტისი ქორწინებაში 2008 წლიდან არიან. 2011 წლის 3 აპრილს მათ პირველი შვილი, ვალერია, შეეძინათ.