workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ირაოლა ნეიმარის ფინტმა არ აღაფრთოვანა

ირაოლა ნეიმარის ფინტმა არ აღაფრთოვანა

“ბილბაოს” მცველი ანდონი ირაოლა მიიჩნევს, რომ “ბარსელონასთან” გამართული თამაშის მიწურულს, ნეიმარის მიერ მისთვის ბურთის თავზე გადაგდების მცდელობა შთამბეჭდავი არ იყო და ის სპორტული პრინციპების დაცვას არ ემსახურებოდა.

გუშინ გამართული ესპანეთის თასის ფინალის მიწურულს, ნეიმარმა ირაოლასთვის ბურთის თავზე ეფექტურად გადაგდება მოინდომა, რამაც “ბილბაოს” ფეხბურთელები გააღიზიანა და ბასკები ბრაზილიელს თავს დაესხნენ, თუმცა თანაგუნდელი სიტუაციას ჩავიმ გაარიდა.

“არ მიმაჩნია, ნეიმარის მიერ ბურთის თავზე გადაგდება ელეგანტური იყო და ის სპორტული პრინციპების დაცვას ემსახურებოდა. მას გუნდში ჰყავს პარტნიორები, რომლებისგანაც მაგალითი უნდა აიღოს. მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ მას ასწავლონ.

გულშემატკივრების გამო ვწუხვარ. “ბილბაო” მეტოქეს ტრიბუნებზე ყოველთვის უგებს, მაგრამ გულშემატკივრებს მოედანზე შემოსვლა და თამაში არ შეუძლია. ვიბრძოლეთ, მაგრამ უფრო ზუსტად უნდა გვეთამაშა. მესიმ გადამწყვეტი როლი ითამაშა და თავი 2-ჯერ გამოიჩინა, ჩვენ კი გოლი გვიან გავიტანეთ.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward