„კაცი, რომელსაც ბარსელონა ძლიერ უყვარდა“

„კაცი, რომელსაც ბარსელონა ძლიერ უყვარდა“

1963 წლის 17 სექტემბერი – ესპანეთში, კატალონიაში, პატარა ქალაქ ბელკაირეში ბედნიერსა თუ უბედო ვარსკვლავზე იბადება ბიჭი, სახელად ფრანსესკ ვილანოვა ი ბაიო, იგივე ტიტო და არავინ უწყოდა, რომ ის თავის სახელს დიდი და ოქროს ასოებით ჩაწერდა საფეხბურთო ისტორიაში, ჩაწერდა თანაც სამუდამოდ. “ფეხბურთის თამაშში იგი საათებს ატარებდა და საცოდავი მეზობლები პროტესტს არასდროს გამოთქვამდნენ.ის ფეხბურთით იყო შეპყრობილი” ასე და ამგვარად იხსენებს შვილის ბავშვობას ხოაკიმ ვილანოვა.

საინტერესო იყო ტიტოს საფეხბურთო და კიდევ უფრო შთამბეჭდავი მისი სამწვრთნელო კარიერა. ჯერ იყო და ჩაირიცხა “ბარსელონას” ახალგაზრდულ გუნდში, რომელსაც 1991 წელს “ფიგერესი”, 1992 წელს “სელტა”, 1995 წელს “ბადახოსი”, შემდეგ კი “მალიორკა”, “ლეიდა” და “ელჩე” მოჰყვა. ტიტო თავის პირველ სამწვრთნელო ნაბიჯებს დგამს 2007 წელს, მაშინ როცა ხდება ხოსეპ გვარდიოლას დამხმარე “ბარსა ბ”-ში, ხოლო 2008 წელს მოდიან პირველი გუნდის სათავეში, მოდიან თანაც შორსმიმავალი გეგმითა და დიდი მიზნით. “მთელი სიცოცხლის განმავლობაში, როცა პატარები ვიყავით, ვოცნებობდთ, რომ მსოფლიო დაგვეპყრო და ჩვენ ეს გავაკეთეთ”  -გვარდილა. მათი ბარსა მთელ ევროპაში წარმოადგენდა ნამდვილ დამანგრეველ ძალას, რომელიც მეტოქეებს “კრავებივით ადუმებდა” და რომლის წინაშეც ყველა გუნდი ძრწოდა “ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა”.

ტიტომ არნახული ტანდემი შექმნა პეპთან ერთად და მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა:

3 ესპანეთის ჩემპიონატი (2008-2009, 2009-2010, 2010-2011)

1 ესპანეთის თასი (2008-2009)

3 ესპანეთის სუპერთასი (2009, 2010, 2011)

2 ჩემპიონთა ლიგა (2008-2009, 2010-2011)

2 ევროპის სუპერ თასი (2009, 2011)

2 კლუბური მსოფლიო ჩემპიონატი (2009, 2011)

გადის დრო და ტიტო 2012 წელს სამწვრთნელო მართვის სადავეებს თავად იღებს ხელთ და თანაც წარმატებულად, სწორედ მისი მწვრთნელობით იგებს გუნდი  რეკორდული 100 ქულიანი მაჩვენებლით ჩემპიონატს.

შეიძლება იყო კარგი ფეხბურთელი, კარგი მწვრთნელი, კარგი პიროვნება, მაგრამ იშვიათობაა სამივე ერთად იყოს შერწყმული ერთ პიროვნებაში, ეს მხოლოდ რჩეულების ხვედრია, ისეთი რჩეულებისა, როგორიც ტიტო იყო. ტიტო,რომელიც უდავოდ გახლდათ :

საკუთარი საქმის პროფესიონალი – “ფეხბურთის ენციკლოპედია” – ასე მოიხსენიებს ანდრეს ინიესტა.

ფეხბურთის ფანატიკოსი – “დროის დაკარგვის სურვილი არასდროს მქონია, როდესაც ორ დღეს სახლში ვატარებდი, საოცრად ვიწყენდი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. მთელი ჩემი ცხოვრება ჩემი საქმეა”.

თავმდაბალი – “ეს არ არის ჩემი ტიტული, ეს ფეხბურთელების დამსახურებაა. მე არ მჯერა  ერთი კაცის ძალისხმევის”  “გვარდიოლასთან შედარებით მე მუდამ წაგებულის პოზიციაში ვიქნები”.

სამაგალითო მამა – “ჩემი შვილები 14 და 17 წლისანი არიან. მე მათ ჯერ კიდევ ვჭირდები”.

საუკეთესო მეგობარი, საკუთარი საქმის პროფესიონალი, პიროვნება, რომელსაც ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი “ბარსასა” და ფეხბურთის სიყვარული და ა.შ.

ანალიტიკური აზროვნება, მეტოქის “აქილევსის ქუსლის”  პოვნა, პასუხესმგებლობის გრძნობა, კრიტიკულ სიტუაციებში რეაგირების უნარი, ბრძოლისუნარიანობა და ა.შ. ეს იყო ის უნარ-ჩვევები, რომლებიც განგებას მისთის უხვად დაებერტყა.

“ტიტოსთვის დამახასიათებელი არ ყოფილა პროვოკაციული გამონათქვამები. ის ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული იყო, საპრესკონფერენციო დარბაზში უხამს განცხადებებს არასდროს აკეთებდა. მას ერჩივნა თავი ჩაეღუნა,მუშაობა გაეგრძლებინა და შეუმჩნევლად წასულიყო”.

2011 წელს ტიტოს შემაძრწუნებელი დიაგნოზი – სიმსიმნე დაესვა, ხოლო კატალონიაში უბედურების ზარმა ჩამოჰკრა 2014 წლის 25 აპრილს, როცა ტიტომ საფეხბურთო და არამარტო საფეხბურთო სამყარო საბოლოოდ დატოვა  და გუნდშიც მონასტერი კიდევ უფრო აირია. ANIMO TITO RIP TITO-მ ჩანაცვალა და შეძრა განურჩევლად ყველა ეროვნებისა, რასისა, სქესია, ასაკისა თუ საფეხბურთო გემოვნებისა.

ლეო მესი – “არასოდეს დაგივიწყებ ტიტო. მუდამ შენთან ვიქნები”.

ერიკ აბიდალი – “ყოველთვის მემახსოვრები, მეგობარო, ნათელში იყავი. მადლობა ბრძოლისთვის”.

რაფაელ ნადალი –  “ოჯახს მხარდაჭერას ვუცხადებ. უდიდესი ტრაგედია მოხდა. მის მეუღლესა და შვილებს გამხნევებას ვუსურვებ”.

ანდრეს ინიესტა – “სიტყვები არ მყოფნის. იყავი და ყოველთვის იქნები მაგალითი. ვამაყობ, რომ შენი ცხოვრების ნაწილი ვიყავი. არასდროს დაგივიწყებ. შენს ოჯახს გამხნევებას ვუსურვებ! ნათელში განისვენე!”

იკერ კასილასი – “მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის სამწუხარო დღეა. ნათელში იყავი, ტიტო. ის სიმტკიცისა და სიმამაცის მაგალითია”.

იტალიაში წლის საუკეთესო მწვრთნელისათვის დაწესებული ჯილდო აწ უკვე ტიტო ვილანოვას სახელს ატარებს, ატარებს მის უკვდავსაყოფად და ატარებს სრულიად დამსახურებლად. გარდა ამისა  “ბარელონას” სავარჯოშო მოედანსაც ტიტოს სახელი ეწოდა და “დღეიდან ყოველი თაობის თითოეულ წარმომადგენელს, რომელიც ერთხელ მაინც დაადგამს ფეხს “სიუტატ ესტორტივაზე”, ეცოდინება თუ ვინ იყო ტიტო ვილანოვა”.

 

დღეს, 2015 წლის 25 აპრილს, ტიტო ვილანოვას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward