ტურინის “იუვენტუსის” ბასკი თავდამსხმელი ფერნანდო ლიორენტე “ბარსელონას” ინტერესის სფეროში მოექცა. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, ლუის ენრიკეს ფიზიკურად ძლიერი ცენტრფორვარდი ჭირდება. “ბარსას” მთავარი სამიზნე ლიორენტეა, რომელსაც “იუვენტუსი” 12 მილიონ ევროდ შეელევა. ბასკი თავდამსხმელის ალტერნატივად ედინ ჯეკო განიხილება.