workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესის მორიგი მიღწევა

ლიონელ მესის მორიგი მიღწევა

ლა ლიგის XXVI ტურში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “რაიო ვალიეკანო” გაანადგურა (6:1), “ბლაუგრანას” ლიდერმა, ლიონელ მესიმ აქტივში კიდევ ერთი მიღწევა ჩაიწერა. 

ამჯერად არგენტინელს “ბარსელონას” მაისურით ყველა ტურნირზე 32 ჰეთ-ტრიკი აქვს შესრულებული. ეს საუკეთესო მაჩვეებელია იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც ესპანურ კლუბებში უთამაშიათ.  

მესიმ უკვე ჩამოიტოვა ტელმო სარა (“ატლეტიკი”) – 31 ჰეთ-ტრიკი, ალფრედო დი სტეფანო (“რეალი”) – 28 ჰეთ-ტრიკი. შეგახსენებთ, რომ ამჟამად მოქმედ ფეხბურთელებს შორის მესისთან ყველაზე ახლოს კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც “რეალში” 27 ჰეთ-ტრიკი აქვს შესრულებული. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward