გუშინ “ბარსელონა” “ვილიარეალს” დაუპირისპირდა და ფინალურ ეტაპზე გასვა შეძლო. წარმოგიდგენთ გუშინდელ შეხვედრაში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებს:
- ნეიმარმა “ბარსელონას” მაისურით 41–ე გოლი გაიტანა. გოლების რაოდენობით მან რომარიოსა და მარადონას გადაასწრო.
- ბრაზილიელ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონზე ერთ შეხვედრაში ორი და მეტი გოლის ექვს მატჩი აქვს გატანილი. ნეიმარმა “ვილიარეალის”, “ატლეტიკის”, “გრანადას”, “ელჩესა” და “ატლეტიკოს” კარების აღება შეძლო.
- მიდინარე სეონზე “ბარსელონელთაგან” ყველაზე მეტი გატანილი გოლი (6) სწორედ ნეიმარს დაუგროვდა (ესპანეთის სამეფო თასი). მას მოყვება: პედრო (5), ინიესტა (3), მესი (3), სუარესი (2), ადრიანო (2) და სერხი რობერტო (2).
- “ბარსელონამ” გასვლაზე ზედიზედ მერვე შეხვედრაში გაიმარჯვა.
- თუ მხედველბაში არ მივიღებთ კატალონეილთა სტუმრობას, “ელ მადრიგალზე” გამართულ უკანასკნელ 10 შეხვედრაში “ვილიარეალის” ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთი ბურთი მიიღეს საკუთარ კარში.
- 1926 წლის შემდეგ პირველად, “ბარსელონამ” სამეფო თასზე ყველა შეხვედრაში გაიმრაჯვა.
- “ბარსელონა” და “ატლეტიკი” ფინალში მერვედ შეხვდებიან ერთმანეთს. შვიდი შემთხვევიდან 5 კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა.
- ლუის სუარესმა სამ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა – ეს მაჩვენებელი კი მის მიერ “ბლაუგრანას” მაისურით დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია.
- ყველაზე მეტჯერ ბურთი მეტოქეს ხერარდ პიკემ აართვა (14), მას ჟორდი ალბა მოსდევს 7 ართმეული ბურთით.
- გუშინდელ შეხვედრაში გაკეთებული ზუსტი გადაცემებიდან საუკეთესო მაჩვენებელი ჟორდი ალბას ჰქონდა (96), მას ანდრეს ინიესტა მოჰყვება 84 გადაცემით, მესამე ადგილზე კი ტერ შტეგენია (29). წარმოგიდგენთ ტერ შტეგენის მიერ გაკეთებულ გადაცემებს. მწვანედ ნაჩვენებია ზუსტად შესრულებული გადაცემები.