26 წლის კოლუმბიელი მეკარე დავიდ ოსპინა, გასულ ზაფხულში, “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ის კატალონიური კლუბის სამედიცინო შტაბმა დაიწუნა. ამ ინფორმაციას Webola ავრცელებს.
გასულ ზაფხულში, როდესაც “ბარსელონა” მეკარეს ეძებდა, ოსპინა ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა. მაშინ ჯერ კიდევ “ნიცაში” მოთამაშე კიპერი კატალონიელთა ექიმმა, რიკარდ პრუნამ დაიწუნა და “ბარსამ” კლაუდიო ბრავო შეიძინა. მოგვიანებით, ოსპინა “არსენალში” გადავიდა. ლონდონელთა ექიმებმა მას ჯანმრთელობის პრობლემა ვერ აღმოუჩინეს, მაგრამ მიმდინარე სეზონში, მეკარემ ბარძაყის კუნთის ტრავმა უკვე 2-ჯერ მიიღო და მას ამის გამო დაახლოებით თვენახევარი გაუცდა.