”ვალენსიასთან” მატჩის წინ გვარდიოლამ ისაუბრა ფეხბურთელების მზადყოფნაზე, ”ასტურიის პრინცის” პრემიაზე და სხვა მრავალ საკითხზე.
კონფერენცია დაიწყო გვარდიოლას განცხადებით, რომ ის არ გაუშვებს ფეხბურთელებს ოვიედოში, ”ასტურიის პრინცის” პრემიის დაჯილდოვებაზე. ეს ცერემონია 22 ოქტომბერსაა დაგეგმილი. 24 ოქტომბერს ”ბარსას” ”სარაგოსასთან” უწევს გასვლითი მატჩის ჩატარება. გვარდიოლას არ სურს დაარღვიოს ვარჯიშის განრიგი.
ჩავიზე, პედროზე და მილიტოზე
”ხვალ (დღეს) ყველა მათგანი მოხვდება მატჩის განაცხადში. სამივე მათგანის საქმე კარგად მიდის. გაბი ჯერ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა, თუმცა ბოლო დღეებია ჩვენთან ერთად ვარჯიშობს და ეს კარგია. ყველამ ძალიან ბევრი იშრომა და ასევე დიდი საქმე გააკეთეს ფიზიოთერაპევტებმა”.
ტიაგოს როლი
”ის ძალიან ახალგაზრდაა და აქვს უსაზღვრო ტალანტი, თუმცა მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. ბოლო დღეებში ტიაგო ჩვენთან ვერ ვარჯიშობდა, რადგან ის ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში იყო გამოძახებული. მიხარია, რომ მისთვის ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ეს დღეებია ჩვენთან ერთად ვარჯიშობს”.
”ვალენსია”
”ეს იქნება ძალიან ლამაზი თამაში, რადგან ჩვენ გვეთამაშება გუნდი, რომელიც მოგებისთვის ითამაშებს. ისინი კარგად უტევენ და თავს ხარისხიანად იცავენ. დარწმუნებული ვარ, რომ კარგ მატჩს ჩავატერებთ. ჩვენთან თამაშებს ისინი სრულ მზადყოფნაში ხვდებიან, ესე იქნება ხვალ (დღეს). მათ ყველა საჭირო ფეხბურთელი ჰყავთ. ”ბარსელონასთვის” ყველა გუნდი მოწინააღმდეგეა და არა მხოლოდ ”ვალენსია” და ”რეალი”. ეს მატჩი განსაკუთრებული იქნება და წინასწარ შედეგის თქმა შეუძლებელია. არ გამკვირვებია მათი კარგი სტარტი. მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ: სოლდადო, ადურისი და ა.შ. ბოლო პერიოდში მათ ბევრი საინტერესო ფეხბურთელი შეიძინეს. შარშანდელი ჩამორჩენა ”ბარსელონასთან” და ”რეალთან” გამონაკლისი იყო. ამ თამაშში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენ ვეცდებით რომ არაფერიც არ მოხდეს”.
ითამაშებს ჩავი?
”მისი მდგომარეობა ყველას ანერვიულებს. მე ჩემი აზრი მაქვს, ექიმს თავისი, თუმცა საბოლოო პასუხს მისგან ველით. ჩავიმ უკვე იცის, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ შემთხვევას. ვიცით, რომ მას უნდა თამაში. მან უნდა გადაწყვიტოს რა როგორ იქნება. თუ ის თავს იდეალურად არ გრძნობს მოედანზე გასვლას არ დავაძალებთ. ეს დროის საკითხია. თუ ყველაფერი კარგად იქნება ის ითამაშებს, თუ არა გააგრძელებს დასვენებას. მე ჩავის ბოლომდე ვენდობი: მას მოსწონს თამაში, რადგან ის გიჟდება ამ სამუშაოზე”.
”ბარსელონა” ზეწოლას გრძნობს?
”დღევანდელ დღემდე ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები იყო ესპანეთის სუპერთასის თამაშები. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა მატჩი ცალკეული ისტორიაა. ეხლა ვცდილობ შევინარჩუნო კარგი თამაში. ვეცდებით დავაბრუნოთ გოლები. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ეს სპორტია და ყოველთვის უნდა დაამტკიცო შენი დონე. ჩვენი გამოწვევა არის ის, რომ გვსურს მოგებების გაგრძელება. ფეხბურთელებს იგივე სურთ”.
შეხვედრა ეტო’ოსთან
”ბედნიერი ვარ, რომ სამუელი ჩვენს სანახავად ჩამოვიდა. ეს მისი სახლია. მე ძალიან მომწონდა მასთან ერთად მუშაობა. ძალიან მადლიერი ვარ მისი, იმის გამო რაც მისგან გავიგე. იმედი მაქვს მისთვის ყველაფერი კარგად იქნება”.
კასილიასი სიტყვებზე (”ბარსა” არის მოდა, ხოლო ყველა მოდა გადადის)
”თუ იკერი არ იტყოდა, ამას სხვა ვინმე გააკეთებდა. ვფიქრობ ის გულისხმობდა იმ ციკლს, როცა გუნდი ბევრს იგებს, ხოლო შემდეგ ბევრს კარგავს. სანამ მე მწვრთნელი ვარ ჩვენი მოდა იგივე იქნება. შევეცდებით ვითამაშოთ ისე, როგორც ვთამაშობთ. ”რეალს” იგივე შანსი აქვს ჩემპიონობის რაც ”ბარსელონას”. ჩვენ ორი შესანიშნავი გუნდი ვართ, რომლებსაც შეგვიძლია ერთმანეთის დამარცხება”.
გოლების ნაკლებობა
”ჩვენ ყოველთვის ბევრი გოლი გაგვაქვს. გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ამისთვის არიან დაბადებულები. ეხლა მეტი ძალა უნდა მოვიკრიბოთ. მოვინდომებთ, რომ დავიწყოთ გოლების გატანა მანამ, სანამ ჩვენ გაგვიტანენ. დარწმუნებული ვარ, რომ გოლის ალღო დაგვიბრუნდება”.
მოკლე სკამი გაიძულებთ ახალგაზრდების თამაშს?
”ყოველ ჯერზე, როცა გადაწყვეტილებას ვიღებ შეიძლება შევცდე. ის ფაქტი, რომ 10 ტიტულიდან 8 მოვიგეთ ამტკიცებს, თუ რაში შევცდი. ამორჩეული მყავს რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ზოგი მათგანი ამ გზას კარგად გაივლის, ზოგი არც ისე. ჩემს გადაწყვეტილებებზე უნდა ვისწავლო და გამოვასწორო შეცდომები. კმაყოფილი ვარ ახალგაზრდული სისტემით. ჩვენი სტრუქტურა მუშაობს და მათზე უნდა ვიფიქროთ. იმისთვის, რომ თაობათა ცვლა შევძლოთ, საჭიროა ამ ბიჭებს ნდობა გამოვუცხადოთ”.
ვილია
”ვილია ნაკრებში გამოძახების წინ მშვიდად იყო. იყო თავდამსხმელი ყველაზე რთულია მოედანზე. ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ახალწვეულია, რომელსაც დრო სჭირდება, რომელსაც ჩვენ მივცემთ”.
ფერნანდო ლორენტე
”ის გამორჩეული და ძალიან კარგი ფეხბურთელია. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არ გვაქვს გეგმა, რომ შევიძინოთ ფეხბურთელი, თუმცა არ შეიძლება ტრავმების და სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენების გამორიცხვა”.