როგორც AS იტყობინება, ანდონი სუბისარეტას სპორტული დირექტორის პოსტზე მუშაობის დროს “ბარსელონამ” ტრანსფერებში 441.3 მილიონი ევრო დახარჯა.
სუბისარეტა კლუბში 2010 წლის ივლისში მივიდა, გუშინ, 5 იანვარს კი თანადმოებობიდან დაითხოვეს. ამ დროის განმავლობაში “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” 16 ფეხბურთელი შეიძინეს.
2010/11 სეზონი: დავიდ ვილია (40 მილიონი ევრო), ხავიერ მასკერანო (22 მილიონი ევრო), ადრიანო (10 მილიონი ევრო), იბრაჰიმ აფელაი (3 მილიონი ევრო).
2011/12 სეზონი: სესკ ფაბრეგასი (34 მილიონი ევრო), ალექსის სანჩესი (27 მილიონი ევრო), ალექს სონგი (19 მილიონი ევრო), ხორდი ალბა (14 მილიონი ევრო).
2012/13 სეზონი: ნეიმარი (115.3 მილიონი ევრო – მათ შორის ჯარიმა ტრანსფერში დაშვებული შეცდომების გამო).
2013/14 სეზონი: ლუის სუარესი (81 მილიონი ევრო), ჟერემი მატიე (20 მილიონი ევრო), ივან რაკიტიჩი (18 მილიონი ევრო), კლაუდიო ბრავო (12 მილიონი ევრო), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (12 მილიონი ევრო), ტომას ვერმალენი (10 მილიონი ევრო), დუგლასი (4.5 მილიონი ევრო).