2014 წლის ყველაზე პოპულარული ნიუსები Barcamania.ge-ზე

2014 წლის ყველაზე პოპულარული ნიუსები Barcamania.ge-ზე

რამდენიმე საათში 2015 წელი დადგება. საიტის ადმინისტრაციამ 2014 წლის შეჯამება და ყველაზე პოპულარული სიახლეების გამოვლენა გადაწყვიტა.

10. 2014 წლის მონაცემებით, ყველაზე პოპულარულ სიახლეებს შორის მე-10 ადგილზე გავიდა ნიუსი, რომელიც “ბარსელონაში” მასიური წმენდის შესახებ იუწყებოდა. ამ სიახლის თანახმად, “ბარსელონა” 13 ფეხბურთელს უნდა დაეტოვებინა. საბოლოოდ, 8 მათგანმა კლუბი მართლაც დატოვა. ბმული.

9. მეცხრე ადგილზე გასული სიახლე ლიონელ მესის მიერ ახალი ხელშეკრულების გაფორმებას იუწყებოდა. ბმული.

8. ყველაზე რეიტინგულ სიახლეებს შორის მე-8 ადგილზე გასული მასალა დღესაც აქტუალურია. 2014 წლის 2 აპრილს, FIFA-მ “ბარსელონას” ტრანსფერები აუკრძალა და ამ შეზღუდვის მოხსნა კატალონიელებმა დღემდე ვერ მოახერხეს. ბმული.

7. მასალაში, რომელიც მე-7 ადგილზე გავიდა, საუბარი “ბარსელონას” 4 მთავარ სატრანსფერო მიზანზე იყო. “ბარსამ” მათგან მხოლოდ მარკ ანდრე ტერ შტეგენი დაიმატა, ხოლო მარკო როისი, ტიაგუ სილვა და დავიდ ლუისი – ვერა. ბმული.

6. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, ლიონელ მესიმ ამ ტურნირზე მოთამაშე “ბარსელონას” ფეხბურთელებს მიმართა და მათ წარმატებები უსურვა. ეს სიახლე ჩვენს საიტზე მე-6 ადგილს იკავებს. ბმული.

5. ერთ დროს, ლიონელ მესი არც “ელ კლასიკოს” და არც პრიმერა დივიზიონის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი არ იყო. სიახლე, რომელიც მე-5 ადგილზე გავიდა, ლეოს ამ მიღწევებამდე მიახლოებას გვაუწყებს. ბმული.

4. მიმდინარე წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს “ბარსელონა” ლეო მესის გაყიდვას აპირებდა. თუმცა, მოგვიანებით, არგენტინელმა კატალონიელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ბმული.

3. 23 მარტს, “ბარსელონამ” მადრიდში 4:3 მოიგო და მესიმ ჰეთ თრიქი შეასრულა. თამაშის მიმდინარეობის დროს მესიმ და პეპემ ერთმანეთში ისაუბრეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, საუბარი არცთუ სასიამოვნო იყო. ბმული.

2. მეორე ადგილზე გასული სიახლეც ლიონელ მესის შეეხება. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი ვილი სანიოლი არგენტინელ ვარსკვლავს აკრიტიკებს. ბმული.

1. პირველ ადგილზე 2014 წლის ყველაზე სამწუხარო ინფორმაცია გავიდა… ბმული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward