მოგეხსენებათ, ტომას ვერმალენი, ტრავმის გამო, 4-5 თვეს გამოტოვებს, “ბარსელონა” კი მისი შემცვლელის მოძიებას აპირებს. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა განიხილავს 4 კანდიდატურას, რომელთაგან ერთ-ერთმა, შესაძლოა, “ბლაუგრანაში” ცენტრალური მცველის პრობლემა აღმოფხვრას, იტყობინება Tuttomercatoweb.
“ბარსელონას” 4 სამიზნეში შემდეგი ფეხბურთელები შედიან: მირანდა (“ატლეტიკო”; 20 მილიონი დოლარი), ლაპორტე (“ატლეტიკი”; 36 მილიონი), ფონტასი (“სელტა”; 3 მილიონი) და მორენო (“ესპანიოლი”; 7 მილიონი).
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” 2016 წლის იანვრამდე აკრძალული აქვს ახალი ფეხბურთელების შეძენა, ამიტომ, დაიმატებს თუ არა კატალონიური გრანდი ახალ მცველს, ამაზე გადაწყვეტილებას FIFA მიიღებს.